კულინარული გამოცდილება

დატკბით საქართველოს მრავალფეროვანი კულინარიული შესაძლებლობებით. ეს არის ქვეყანა, რომლის ყოველი კუთხე მისთვის დამახასიათებელ გემოს და კერძების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აღმოაჩინეთ ქართული ტრადიციული სამზარეულო, რომელიც მდიდარია ეგზოტიკური სანებლებითა და სოუსებით. მათთან ერთად კი გაეცანით ხმელთაშუა ზღვის, ორგანული და ვეგეტარიანული სამზარეულოების განსაკუთრებულ გემოებს.

თუ გაგიმართლათ და ქართულ სუფრაზე მოხვდით ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ყოფილხართ, რადგან აქ ბევრ საინტერესო და უძველეს ტრადიციებს აღმოაჩენთ. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული წესი, მეთაურის, ანუ თამადის არჩევაა. თამადა სუფრის ერთგვარი წინამძღოლია. ის უზრუნველყოფს მოლხენის სათანადო მიმართულებით წარმართვას და სუფრის წევრებს სადღეგრძელოებს სთავაზობს.

სტუმარ-მასპინძლობა

საქართველო სახელგანქმულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით და მასთან დაკავშირებული ტრადიციებით. სტუმარი ქართველი ადამიანისთვის ოდითგანვე წარმოადგენდა განსაკუთრებულს და სათუთს, ამიტომ მას ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. სტუმარს უშლიდნენ სუფრას, უმასპინძლდებოდნენ ღვინით და ღამის გასათევს სახლში არსებულ საუკეთესო ადგილას სთავაზობდნენ, რაც უძველესი ქართული წყაროებიდან დასტურდება