მარგიანის ქ. 10, მესტია 08:30-24:00

აღწერა

რესტორანი „ბანგურიანი“ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ თქვენს გასტრონომიულ რუკაზე.

ჩვენი რესტორის მიზანია, სწორედ მესტიის ცენტრში, სტუმრებს საუკეთესო კუთხით გავაცნოთ ტრადიციული სვანური სამზარეულო. რესტორანში დაგხვდებათ მყუდრო გარემო, პროფესიონალი პერსონალი, ადგილობრივი მზარეულები, რომლებიც კერძებს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტებით ამზადებენ.

რესტორანი გამორჩეულია განსაკუთრებულად გემრიელი კერძებითა და მრავალფეროვნებით. სვანურ სამზარეულოსთან ერთად ჩვენ პოპულარულ ევროპულ სამზარეულოსაც შემოგთავაზებთ.

სასტუმრო „ბანგურიანის“ რესტორანი შემინულია გამჭირვალე შუშებით, რათა თქვენ, კულინარიულ შედევრებთან ერთად პანორამული ხედებითაც შეძლოთ ტკბობა. სამივე მხრიდან თქვენს თვალწინ იშლება უძელესი სვანური კოშკები, მდინარე მესტიაჭალა, ბუნებისა და არქიტექტურის სხვა ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქ მესტიას საოცარ იდუმალებას სძენს. 

დღეს ხვალ
დაჯავშნა

5 B

დაჯავშნა