საარბრუკენის მოედანი (ყოფილი ვორონცოვის მოედანი) 09:00-22:00

აღწერა

„პური გულიანი“ - ასე უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ცომეულს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შიგთავსით აცხობდნენ და ძვირფას ადამიანებს უმასპინძლდებოდნენ.

სწორედ ასე ეწოდება ჩვენს თანამედროვე ქართულ სახაბაზოსაც - გულთბილი შეხვედრებისა და მუდმივი შეკრებების ადგილს საუზმის, სადილისა თუ ვახშმისათვის; ადგილს, სადაც ქართული ხორბლითა და სეზონურად საგულდაგულოდ შეკრებილი რეგიონული პროდუქტებით, ყოველდღიურად ვამზადებთ ტრადიციული კერძების განახლებულ ვარიაციებს. 

საქართველოში ყველა დღესასწაულს თავისი გულიანი პურის სახეობა აქვს. ხორბლის სამშობლოში ხაშით ამოფუებულ ცომში ადამიანები ბარაქას, შინაარსს, დანიშნულებას ათავსებდნენ.

„პური გულიანი“ სწორედ გულსართიანების კონცეფციის გაგრძელებაა. უწყვეტი ისტორია, რომელიც თანამედროვე ყოფაში ახალ ფორმასა და დატვირთვას იძენს, მაგრამ არ კარგავს მთავარს - ყველაზე საკრალურ ცომის გუნდაში დამალოს ძველი შინაარსი თუ ახალი აღმოჩენა.

„პური გულიანი“ სახაბაზოა, სადაც ის ისტორია გრძელდება, რომელიც უხსოვარ დროს დაიწყო, როცა ადამიანმა ცომში გული მოათავსა და ღუმელში გამოაცხო. ჩვენი გუნდის მამოძრავებელი ბირთვი ამ ისტორიის გაგრძელებაა."

5 ლარი დაგიბრუნდებათ TKT ბალანსზე თუ მიხვალთ რესტორანში დაჯავშნილ დროზე არაუგვიანეს 15 წუთისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება.

დღეს ხვალ
დაჯავშნა

5 B

დაჯავშნა