გორგასლის ქ. 7, თბილისი 12:00-24:00

აღწერა

პურის სახლი

რესტორანი პურის სახლი ხასიათდება საკმაოდ გამორჩეული და საინტერესო ინტერიერით და მოიცავს სამ დარბაზს ("სათონე", "სალონური" და "სათავადო"). ეს ქართული ტრადიციული რესტორანია ნაციონალური სამზარეულოთი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ განსაკუთრებული ქართული კერძები და თონეში გამომცხვარი უგემრიელესი პური. შეაბიჯებთ თუ არა რესტორან პურის სახლში, "სათონეში" აღმოჩნდებით, სადაც თქვენს თვალწინ აცხობენ გრძელ კახურ შოთსა და მრგვალ თხელ მადაურს. ყოველ საღამოს დარბაზებში ცოცხალი შესრულებით ქართული მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. ზაფხულში შეგიძლიათ ტერასაზე დასხდეთ, დააგემოვნოთ ქართული ღვინო და დატკბეთ ძველი თბილისის ულამაზესი ხედებით.

კონცეფცია: ქართული რესტორანი
ინტერიერი: ქართული
სამზარეულო: ქართული
ადგილების რაოდენობა: 145
სამუშაო საათები: 12:00 - 01:00

დღეს ხვალ
დაჯავშნა

5 B

დაჯავშნა

რესტორანში მისვლისთანავე ჯავშნის თანხა დაგიბრუნდებათ ავტომატურად