ვარდების რევოლუციის მოედანი 1, თბილისი 11:00-24:00

აღწერა

იტალიური რესტორნის ძიებისას, ყველას აქვს სურვილი, დააგემოვნოს ავთენტური იტალიური სამზარეულოს კერძები, რომელიც სწორედ ამ ქვეყანას, მის შესანიშნავ ქალაქებს და ამ ქალაქების ქუჩებში სეირნობას გაახსენებს. რესტორან „ფილინი“-ში სწორედ ასეთი გარემოა, მეგობრული და კომფორტული. ღვინის, მუსიკის, დიზაინის და, რაც მთავარია, ნამდვილი იტალიური გემოს თანხლებით.

„ფილინი“-ს იტალიელი შეფი - მატეო ბოიფავა და მისი შესანიშნავი გუნდი სიხარულით გიმასპინძლებთ და გიდობასაც შეითავსებს იტალიურ კულინარიულ თავგადასავალში.

რესტორნის ღია სივრცე „ივერია ტერასა“ სტუმრებს სეზონურად მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.. აქ მტკვარზე არაჩვეულებრივ ხედებთან ერთად დაგხვდებათ უგემრიელესი კოქტეილები და ჩვენი იტალიელი შეფის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები. შაბათ-კვირას კი, სტუმრებს ცოცხალ მუსიკა ელოდებათ, რაც საუკეთესო განწყობის შექმნასა და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

დღეს ხვალ
დაჯავშნა

5 B

დაჯავშნა