

კაილ ისტვუდის კვინტეტი
ამერიკელი კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, ლეგენდარული მსახიობის და რეჟისორის კლინტ ისტვუდის შვილი - კაილ ისტვუდი 11 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გახსნის კვინტეტთან ერთად გახსნის -სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ "თბილისი-რიტმს".
კაილ ისტვუდმა თავისი მეორე გატაცება - კინოს სიყვარული, ნათლად წარმოაჩინა მამის მიერ გადაღებული ფილმებისთვის შექმნილი ორიგინალური საუნდტრეკებით. მისი კინომუსიკა გაჟღერდა ფილმებში: Invictus, Gran Torino, Letters from Iwo Jima, Million Dollar Baby, Regarding Henry, The Rookie.
თავის ახალ პროექტში - Cinematic, რომელიც ჯაზმენის ბოლო ალბომის სახელიც არის, კაილ ისტვუდი მუსიკალური ჯგუფის წევრებთან ერთად ცოცხალი შესრულებით წარადგენს Bullitt-ის, Taxi Driver-ის, The Windmills of Your Mind, The Pink Panther-ისა და Skyfall-ის ორიგინალურ პარტიტურებს და „გრან ტორინოსთვის“ შექმნილ საკუთარ კომპოზიციას.
👉11 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, შეხვდით კაილ ისტვუდს და მის კვინტეტს Cinematic-თან ერთად და ისიამოვნეთ ყველა ამ საკულტო ფილმის მუსიკის მოსმენისას ჯაზ-იმპროვიზაციების ახალი აღმოჩენებით
კაილ ისტვუდის კვინტეტი აშშ/ინგლისი
⭐️ კაილ ისტვუდი - კონტრაბასი, ელექტრო ბასგიტარა
⭐️ ენდრიუ მაკორმაკი - ფორტეპიანო
⭐️ კვენტინ კოლინსი - საყვირი
⭐️ ბრენდონ ალენი - საქსოფონი
⭐️ ქრის ჰიგინბოთომი - დასარტყამი ინსტრუმენტები
ფესტივალ "თბილისი-რიტმის" ორგანიზატორია მსოფლიო კულტურული ინტეგრაცია "თაგის არტი"