კალათბურთი I საქართველო - უკრაინა

აღწერა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ჩვენი ქვეყნის მეტოქეები G ჯუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-უკრაინის მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში (მის:26 მაისის მოედანი), 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა - თბილისის სპორტის სასახლის მაყურებელთა ტევადობის 30% დაესწრება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ, რათა მატჩის დაწყებამდე დროულად გაიარონ კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურები:

კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.

ბილეთებთან ერთად ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე), ხოლო არავაქცინირებულმა პირებმა 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის ან 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული Covid-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა.

•ყველა გულშემატკივარს უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

• სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი

. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებთ მხოლოდ მწვანე კოვიდ-პასპორტის შემთხვევაში: ✅ https://covidpass.moh.gov.ge/

მაყურებლებისთვის თბილისის სპორტის სასახლის კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

•••

საშვი