მერსედესმიუზიქის შემოდგომის სერია

აღწერა

მერსედესმიუზიქის საშემოდგომო სერიის რიგით პირველი ლაივ-ივენთი. დღის არტისტები: FAEYWA / BBYMUTHA!

MERCEDESMUSIK Autumn 2021 Series - First live event.

Artists of the day: FAEYWA / BBYMUTHA!

COVID INFO

● ვის აქვს ღონისძიებაზე დასწრების უფლება?

ღონისძიებაზე MERCEDESMUSIK AUTUMN SERIES დასწრება შეუძლიათ კოვიდ საშვის მფლობელ პირებს:

➢ სრულად ვაქცინირებული პირებს (მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ);

➢ ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;

➢ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

● როგორ ხდება ღონისძიებაზე დასწრება?

➢ დამსწრე პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge, ატვირთონ პირადი მონაცემები (პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი) და მიიღონ უნიკალური QR კოდი, რომელიც წარმოადგენს ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. უნიკალური QR კოდი შეინახეთ ტელეფონში და წარმოადგინეთ კარში. ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი კოვიდ სტატუსი.

უნიკალური QR კოდის წამკითხველი ანახებს აკმაყოფილებთ თუ არა შემდეგ კრიტერიუმებს:

➢ თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;

➢ ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ კოვიდი;

➢ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩაიტარეთ სწრაფი ტესტი

გაითვალისწინეთ:

➢ ტესტირება ადგილზე არ კეთდება.

● როდის დაიწყება ღონისძიება?

➢ MERCEDESMUSIK AUTUMN SERIES 23 ოქტომბერს, 19:00-ზე დაიწყება.

● რამდენად უსაფრთხოა ამ მეთოდოლოგიით ღონისძიებაზე დასწრება?

➢ გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ არსებობს ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება.

● ვარ კოვიდგადატანილი, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?

➢ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს. აღნიშნულის დასადასტურებლად სტუმარი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც პროგრამა აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს.

● PCR ტესტის უარყოფითი პასუხი მაქვს, საკმარისი იქნება ღონისძიებაზე დასასწრებად?

➢ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს. აღნიშნულის დასადასტურებლად სტუმარი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთოს პირადი მონაცემები, რის შემდეგაც პროგრამა აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს.

● ვარ ერთხელ ვაქცინირებული, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?

➢ ერთჯერადად აცრილებს მოუწევთ ლაბორატორიაში PCR ტესტის ჩატარება, ამასთან ერთად უნდა დარწმუნდეთ რომ ლაბორატორია თქვენს პასუხს ატვირთავს ბაზაში, რის შემდეგაც გაივლით რეგისტრაციას ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge და COVID-19 ტესტზე მიღებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვებ-გვერდზე მიღებულ უნიკალურ QR კოდს წარადგენთ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებ-გვერდზე მიღებული უსაფრთხო ღონისძიების საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.

● ვარ სრულად ვაქცინირებული, მაქვს COVID-19 პასპორტი, შემეძლება ამ პასპორტით ღონისძიებაზე დასწრება?

➢ იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სრული ვაქცინაცია და მეორე აცრიდან გასულია ორი კვირა, შეუძლიათ ბილეთის ყიდვა, ღონისძიებაზე დასასწრებად კი უნიკალური QR კოდის წარდგენა დასჭირდებათ, რომლის მიღებაც შესაძლებელია რეგისტრაციით ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge. რეგისტრაციის შემდგომ მიღებული უნიკალური QR კოდი უნდა წარადგინოთ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებ-გვერდზე მიღებული უსაფრთხო ღონისძიების საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.

● როგორ ავიღო უნიკალური QR კოდი უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად?

➢ უნიკალური QR კოდის, უსაფრთხოების საშვის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge, შეიყვანოთ პირადი მონაცემები და დაელოდოთ პასუხს. გაითვალისწინეთ პროგრამა მუშაობს სატესტო რეჟიმში.

● რა უნდა წარვადგინო ღონისძიების კარზე?

23 ოქტომბერს წვეულებაზე დაგჭირდებათ:

➢ უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრები უნიკალური QR კოდი, ამისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე: covidpass.moh.gov.ge;

➢ ღონისძიების ონლაინ ბილეთი;

➢ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

● როგორ მუშაობს covidpass.moh.gov.ge ?

➢ იმისთვის რომ გაიგოთ თქვენი COVID19 სტატუსი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge ატვირთოთ თქვენი პირადი მონაცემები (პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი). რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ უნიკალურ QR კოდს და ბმულს, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს. ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მიიღებენ უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს და აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში და წარმოადგინოთ კარში.

კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ:

➢ თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, მეორე აცრიდან ორი კვირისშემდეგ;

➢ ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ COVID-19;

➢ ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩაიტარეთ PCR ტესტი და მიიღეთ უარყოფითი პასუხი.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

•••

საშვი