ყველაზე მაგარი გოგოები

აღწერა

Royal Court-ის 1980-იანი წლების პროდუქცია — “ყველაზე მაგარი გოგოები” საქართველოში პირველად იდგმება. დრამატურგი კერილ ჩერჩილი მისი მთავარი გმირის — მარლინის ცხოვრების წესსა და არჩევანს ასახავს. მარლინი წარმატებული კარიერისტი ქალია, რომელმაც მტკიცე ბრძოლით გაიკვალა გზა პროფესიაში და გასულ პარასკევს მწვერვალს მიაღწია.

თხრობის არალინეარული ხერხით, პიესა გვიჩვენებს სოციალური და კულტურული პარამეტრებით განსხვავებულ მხარეებს და 80-იანი წლების წარმატებული ქალის სახეებს ირეკლავს. მარლინი ვახშამზე ეპატიჟება ქალებს ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან: სუფრას უსხედან ვიქტორიანელი მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა და ნახატიდან წინსაფრითა და ჯავშნით გადმოსული გიჟი გრეტა. სტუმრები ბრენდის სვამენ, ხარბად ჰყვებიან თავიანთ ამბებს და გვაჩვენებენ რა პოტენციური საზღაურის გადახდა უწევთ ისტორიულად ქალებს წარმატების მისაღწევად.

ავტორი: კერილ ჩერჩილი

რეჟისორი: გურამ მაცხონაშვილი

პროდიუსერი: ანრი კილაძე

მხატვარი: გურამ მაცხონაშვილი

კომპოზიტორი: ანუშკა ჩხეიძე

მოძრაობის რეჟისორი: ლანა ყავრელიშვილი

მთარგმნელი: ნინა სურამელაშვილი

არფისტი: ქეთანა სტურუა

ფოტოგრაფი: ნატა სოფრომაძე

ვიდეოგრაფი: ანანო გაბიცინაშვილი

ტექნიკური მენეჯერი: ანი ჯაფარიძე

მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, თეა კიწმარიშვილი, ქეთი ხიტირი, ლიზა კერესელიძე, ქეთა შათირიშვილი

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი #2;

დინამო არენა, ცენტრალური შესასვლელი ჭიშკარი, I იარუსის #6-7 შესასვლელი ("ასპრიასთან")

•••

საშვი