21.25 ₾ -

დან

სამანიშვილის დედინაცვალი (14+)

შაბათი, 10 ივნისი 19:00

თავისუფალი თეატრი

აღწერა

ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს!

მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.

კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვაა. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერება რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო მოთხრობის გმირმა, ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს. მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს - ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს.

ინსცენირების ავტორი : ალექსანდრე ქოქრაშვილი

რეჟისორი : გიორგი მარგველაშვილი

მხატვარი : თეო კუხიანიძე

როლებში : ლაშა გურგენიძე, აპოლონ კუბლაშვილი, ანი ალადაშვილი, ჯაბა კილაძე,

ქეთა ლორთქიფანიძე, მარიამ ჯოლოგუა, შაკო მირიანაშვილი, გიორგი ჯიქია, მამუკა მუმლაძე , სალომე ჭულუხაძე.


შაბათი, 10 ივნისი 19:00

თავისუფალი თეატრი

21.25 ₾-

დან

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.