ძიუდოს მსოფლიო ტური

აღწერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში პირველად ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 90 ქვეყნის 600 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. თბილისის დიდი სლემი ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრებაა ტოკიოს ოლიმპიადის წინ და ძიუდოისტები ოლიმპიური ლიცენზიის ქულებისთვის იბრძოლებენ. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გაიმართება.

წინასწარი შეხვედრების დაწყების დრო 09:00, ზუსტი დრო გამოცხადდება 25 მარტს, კენჭისყრის შემდეგ. ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 17:00 საათზე.

ასაკობრივი შეზღუდვა - პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ფედერაციის რეკომენდაციაა შეჯიბრებას არ დაესწრონ 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

•••

საშვი