100.00 - 280.00

ყაზბეგის თასი

შაბათი, 24 აპრილი 09:00

აღწერა

ყაზბეგის თასი - სკიტურის პირველი შეჯიბრი საქართველოში TrailLab-ისა და Altihut-ისგან!

2021 წლის, 24 აპრილს საქართველოში სკიტურის პირველი ოფიციალური შეჯიბრი ჩატარდება. ჩვენ დაგვხვდება ულამაზესი მარშუტი და დაუვიწყარი ემოციები. მარშუტის მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერის და გერგეტის სამების ჩვენთვის საყვარელი ხედები.

მარშუტი იწყება გერგეთის სამების პარკინგზე და მიუყვება გაკვალულ და მონიშნულ ბილიკს საბერწეს უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება მყინვარწვერის და გერგეტის მყინვარის ულამაზესი ხედები და ჩანს თვით ფინიშის ლოკაცია - Altihut. ზღვის დონიდან 3,600 მეტრზე ასვლის შემდეგ, თქვენ გელოდებათ სასიამოვნო დაშვება 3,014 მეტრზე მდებარე სამთო თავშესაფარ Altihut-მდე, სადაც მოწყობილია ფინიში და მონაწილეებისთვის სასიამოვნო გარემო.

საპრიზო (I, II, III) ადგილებზე გასული მონაწილეები ქალებისა და კაცების კატეგორიაში მიიღებენ საინტერესო პრიზებს.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელია სპეციალური აღჟურვილობა, რომლის ჩამონათვალი მოცემულია ბმულზე: http://www.traillab.ge/skimo2021/equipment.pdf


შეჯიბრის დასაწყისი: 09:00

რეგისტრაცია და აღჭურვილობის შემოწმება: 07:30-დან;

მისასალმებელი სიტყვები და შეჯიბრისწინა ბრიფინგი: 08:30

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

შეჯიბრის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ალტიჰათში ღამის გათევა. ბილეთის ყიდვისას შეგიძლია ღამისთევის შეძენასაც ვახშმისა და საუზმის ჩათვლით.


შაბათი, 24 აპრილი 09:00

სტეფანწმინდა

₾ 100.00 - 280.00