

HELLADOS
ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „HELLADOS“ ნოდარ დუმბაძის ამ ცნობილი, კლასიკად ქცეული ნაწარმოების ახლებური ვერსიაა, რომლის ინსცენირება თავად ახალგაზრდა რეჟისორს, ნატალია გალოგრეს ეკუთვნის. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება გასული საუკუნის სოხუმი, თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. სპექტაკლში ვხედავთ ორი მოზარდის, იანგულისა და ჯემალის პაექრობას, ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის, რომელიც საბოლოოდ გულწრფელ მეგობრობაში, ურთიერთპატივისცემაში გადაიზრდება. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, თავგანწირვა.
რეჟისორი — ნატალია გალოგრე
მხატვარი — ნატალია გალოგრე
რეჟისორის თანაშემწე — ქეთი ქანთარია
მუსიკალური გაფორმება — ნატალია გალოგრე
ქორეოგრაფი — გია მარღანია
სასცენო მოძრაობა — პაატა მხეიძე
მონაწილეობენ: გიორგი კაჭახიძე, დავით როსტომაშვილი, ვახტანგ ახალაძე, გოგა ბერიძე, ნათია კუპატაძე, ქეთი ქიტიაშვილი, მაკა გოგიჩაიშვილი, სოფიო ებრალიძე, ლევან ხვთისიაშვილი, თამარ ქადაგიძე, ალექსანდრე კვეზერელი, ალექსანდრე შარაბიძე, ნიკოლოზ ჭკადუა, ნიკოლოზ ხრიკული, გეგა შონია
ორგანიზატორებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები
TKT Club-ის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.
საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.