₾ 70.00


Oscar and the Wolf - Mono Hall Batumi
კვირა, 20 აგვისტო 22:00
MonoHall Batumi
20 აგვისტოს - პირველად ბათუმში - Mono Hall ბათუმი წარმოგიდგენთ - სუპერ პოპულარული მუსიკალური პროექტის - Oscar and the Wolf-ის კონცერტს.
Oscar and the Wolf - Max Colombie-ს პროექტია, რომელიც იდეალურად გამოხატავს, თანამედროვე R&B-სა და ევროპული ელექტრო-პოპ ჟღერადობების სინთეზს. ისეთი უკომპრომისო ვოკალით რომელიც Max Colombie-ს გააჩნია და იმ გარემოში სადაც სასიამოვნო R&B და ინდი ელექტრო იყრის თავს, შეუძლებელია Oscar and the Wolf-მა პირველივე მოსმენისას დიდი შთაბეჭდილებები არ დაგიტოვოს.
პროექტი 2012 წელს დაიწყო და იმდენად სწრაფად განვითარდა და მოიპოვა საყოველთაო ყურადღება, რომ 2014 წელს, სადებიუტო ალბომის გაყიდვებმა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტულიც მიიღო. აქედან გამომდინარე, Oscar and the Wolf-მა უდიდეს პოპულარობას ძალიან მოკლე დროში მიაღწია ხოლო მისმა შემქმნელმა Max Colombie-მ, სუპერ ვარსკვლავის სტატუსიც მალევე დაიმსახურა.
ესეთი მზარდი პოპულარობა Oscar and the Wolf-ს მნიშვნელოვნად დაეხმარა იმაში, რომ მან ანშლაგით ჩაატარა უამრავი კონცერტი, ბელგიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ყველაზე დიდ მუსიკალურ სცენებზე და ასევე ჰედლაინერად მოევლინა მსმენელს, ისეთი მსოფლიო დონის მუსიკოსების გვერდით, როგორიც არის: Muse, Rihanna, LCD Soundsystem, Arctic Monkeys და Bruno Mars; პროექტს მრავალრიცხოვანი მსმენელი ჰყავს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
20 აგვისტოს, მსმენელთა დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, Oscar and the Wolf - Mono Hall ბათუმის სცენაზე პირველად წარსდგება. ბენდს მასპინძლობას გაუწევს, ქართველი არტისტები: meANDyou და Guri De Sal.
------
23:00 - 02:00 - meANDyou
02:00 - 03:30 - Oscar and the Wolf
03:30 - End - Guri De Sal
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
📲 მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949
------
კალათა 1 - 70 ₾
კალათა 2 - 80 ₾
კალათა 3 - 90 ₾
კალათა 4 - 100 ₾
კალათა 5 - 120 ₾