ნოდარ მამისაშვილის საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა

აღწერა

2023 წლის 3 აპრილს, 19:30 საათზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ ნოდარ მამისაშვილის საფორტეპიანო კონცერტის მსოფლიო პრემიერას. კონცერტზე ასევე შესრულდება ბატონი ნოდარის მოსწავლეების ნაწარმოებთა პრემიერები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა: ეკა ჭაბაშვილის „მისტიკური ანატომია“ მოდეკალის, ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის და მაკა ვირსალაძის

„ჟამი ზართა რეკვისა“ კამერული ორკესტრისათვის.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს გიორგი პაპიაშვილი უდირიჟორებს. სოლისტები: ნინო და თამარ ჟვანიები.

კონცერტის თანაორგანიზატორი - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

პარტნიორი: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

პროექტის გენერალური მხარდამჭერი - ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt

საინფორმაციო მხარდამჭერები: მედია ჰოლდინგი „პალიტრა“, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08