ფერდინანდ ჰოდლერის და პაულ კლეს იმერსიული გამოფენა

აღწერა

ციურიხიდან თბილისში

#ZuerichTbilissi

1 აპრილს ჰოლოზეუმში- 19:00 საათზე ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენა გაიხსნება.

ჰოლოზეუმი უერთდება ფესტივალს ხიდი „თბილისი - ციურიხი“ და მხოლოდ ერთი თვით გთავაზობთ ორი, გამორჩეული შვეიცარელი მხატვრის იმერსიულ გამოფენას.

პაულ კლეემ და ფერდინანდ ჰოდლერმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს შვეიცარიულ მხატვრობაზე და ისინი ორივე უმნიშვნელოვანესი ხელოვანები არიან. წარმოგიდგენთ ფანტასტიკურ გამოფენას, რომელიც მათ შთამბეჭდავ ნამუშევრებს ხელშესახებს ხდის და ახალი პერსპექტივიდან გვიჩვენებს.

„პროექტილი„ იყენებს უახლესი ტექნოლოგიების ვიდეო პროექტორებს მულტიმედიური სინათლის შოუს შესაქმნელად, რომელშიც შვეიცარიელი მხატვრების - ფერდინანდ ჰოდლერის და პაულ კლეეს - დიდი ზომის ნახატები ჯადოსნურად ტრიალებს დარბაზის კედლებსა და იატაკზე. მთები და ციხე-სიმაგრეები, ხეები და ნაკადულები ცოცხლდება და ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ ის დიდხანს ამახსოვრდება არა მხოლოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს.

ტერმინი „იმერსიული“ მომდინარეობს სიტყვიდან immersion, რაც ნიშნავს ჩაძირვას. და ეს არის ზუსტად ის, რაც ემართება მაყურებელს: ის იძირება პაულ კლეესა და ჰოდლერის ნამუშევრებში. თითქმის 40 წუთიანი შოუ სრულყოფილად აერთიანებს მხატვრობასა და მუსიკას და მაყურებელი სივრცისა და დროის შეგრძნებას სრულად კარგავს.

გამოფენა პირველად ციურიხში, არისტების ჯგუფის Immersive Art Ltd -ის მიერ გაიხსნა და პირველად საქართველოში, ჰოლოზეუმში იმოგზაურებს.

დამატებითი ინფორმაცია:

Brücke-Zürich-Tbilissi

www.zuerich-tbilissi.ch

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.