Conversation with LEO: Sami’s Journey

აღწერა

სამი კოენი ბედნიერი ადამიანია. (ბავშვივით) ხალისიანი, წარმატებული და სავსე ცხოვრებით ცხოვრობს. 40 წელზე მეტია ადამიანებს შინაგანი მზეების გამონათებაში, ხოლო ორგანიზაციებს - კულტურულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. საქმე, რომელსაც აკეთებს, მთელი გულით უყვარს.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. იყო დრო, როცა გაუცნობიერებელი შიში და მუდმივი ღელვა მისი ყოველდღიურობის ნაწილიც იყო, ნიღბების ტარება ამძიმებდა და საკუთარი „მეს“ ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ ეგოს იცნობდა...

29 მარტს, 18:30 სთ-ზე, პუბლიკაში (გუდიაშვილის #18) Leo ინსტიტუტი და „ლურჯი ოკეანე“ გიწვევთ Leo ინსტიტუტის დამფუძნებლის, Leo და LaL მეთოდოლოგიების ავტორის, სამი კოენის პირადი ტრანსფორმაციის ყველაზე გულწრფელი ისტორიის გასაზიარებლად.

ვინ არის ლეო? როგორ იცხოვრა კლერმა ჩვიდმეტი წელი უმძიმესი დიაგნოზით, მაშინ როცა ექიმები მას მხოლოდ სამი თვის სიცოცხლის იმედს აძლევდნენ? საიდან დავიწყოთ შინაგანი მოგზაურობა? როგორ შევქმნათ ცხოვრება სრული ადამიანური შესაძლებლობებით?

საღამოს წამყვანი: მაია ქობალია - სამოტივაციო სპიკერი, მრავალენოვანი ტრენერი და ქალთა პიროვნული გაძლიერების მენტორი.

სამუშაო ენა: ინგლისური

ფასი: 60 ₾