

ვარია ლისოკოტის იმერსიულ კონცერტი
ჰოლოზეუმი წარმოგიდგენთ ვარია ლისოკოტის იმერსიულ კონცერტს.
ვარია არის მუსიკოსი, რომელიც მოღვაწეობს ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის სფეროში, მისი ლაივები გამოირჩევა განსაკუთრებული იმპროვიზაციებით და უჩვეულო პერფორმანსებით, იგი ძირითადად იყენებს ვოკალს, ინსტრუმენტების გარეშე.
მისი მუსიკა არის პოსტ საბჭოური მუსიკალური მემკვიდრეობისგან ნასაზრდოები, ხელახალი ინტერპრეტაციით, იგი ადამიანების, პოლიტიკის და სოციუმის შესახებ ქმნის საკუთარ ანიმალისტურ პოეზიას. მის შოუებს განსაკუთრებულ პერფორმანსად აქცევს ხელით შექმნილი კოსტუმები და დეკორაციები, რომელიც მითიურ გარემოს ქმნის
2013-14 წლებში ლისოკოტი ცხოვრობდა ნიუ იორკში, სადაც მან შექმნა დუო, ვლადიმირ ვერნადსკისთან ერთად, 2016 წელს მან გამოუშვა სოლო ალბომი სახელად “ნისლი” რომელიც მან წარმოადგინა როგორც პერსონალური გამოფენა, “Tails of human tales”. შემდეგ 2017 ში მან გამოუშვა EP “Walzerzyklus”, Uwe Schmidt-თან (AtomTM, Señor Coconut) გერმანულ ლეიბლზე რასტერი. ასევე ვარია იყო წარმოდგენილი სოლო პერფორმანსით სლავური ენების და ლიტერატურის დეპარტამენტში სტანფორდის უნივერსიტეტში 2017 წელს. 2018 ში ის გახდა ნაწილი ექსპერიმენტული დუოსი Cotenius Z უკრაინელ, ბერლინში მოღვაწე მუსიკოს დარია რედკინასთან ერთად. მათ ქონდათ პერფორმანსები ბერლინის კლუბებში ბერგჰაინი და Funghaus. 2019 წლის დეკემბრიდან იგი გახდა ერთ ერთი დამფუძნებელი “EOLA”-ს (Experimental Opera Laboratory)-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ატარებს ექსპერიმენტებს. მათი ექსპერიმენტის შედეგი მათ წარმოადგინეს Ars Electronica Festival-ზე 2020 წელს.
გამოფენისა და კონცერტის ბილეთის ერთად შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება
website: www.digitaldetox.click
instagram: https://www.instagram.com/digitaldetox.click/
facebook: : https://www.facebook.com/events/5772826726129223/5797774820301080/