ჯაზის საერთაშორისო დღე არი ჰონიგის ტრიო

აღწერა

ჯაზის საერთაშორისო დღე

არი ჰონიგის ტრიო

პროექტის სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში


არი ჰონიგი, დრამი

მეთ ფეთმენი, ბასი

ნიტაი ჰერშკოვიცი, ფორტეპიანო

არი ჰონიგი დაბადებული 1973 წლის 13 ნოემბერს ფილადელფიაში, დრამერი, კომპოზიტორი და განმანათლებელი, ცნობილია დრამისადმი თავისი უჩვეულო და ინტენსიური მიდგომით. მას ახასიათებს კომპლექსური რიტმული მონახაზები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მისი პარტნიორების ხედვებს.

არი საყოველთაოდ ცნობილია მუსიკალური ხელწერით, რომელიც არასდროსაა ძირითადი მუსიკალური ხაზის თანხლება; და არც მხოლოდ ტემპტისა და რითმის შენარჩუნებით შემოიფარგლება. იგი, როგორც წესი, უდიდესი მუხტის მიმცემი და მუსიკალური ერთობლიობის შეუცვლელი ნაწილია. ჰონიგი, ასევე, ცნობილია თავისი უნიკალური უნარით, შეცვალოს ბარაბნის ხმოვანება და ბგერის სიმაღლე ჯოხების, ჩაქუჩების, ხელებისა და იდაყვების მეშვეობით. ამ ტექნიკის გამოყენებით, მას შეუძლია დაუკრას ქრომატიული წყობის ნებისმიერი ნოტინებისმიერი მელოდია, აკორდი; და სრულად იმპროვიზირებაც კი ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ინსტრუმენტალისტს.

ჰონიგი დაიბადა მუსიკოსების ოჯახში. მამა საგუნდო დირიჟორი იყო, დედა კი - მევიოლინე. იგი ადრეული ასაკიდან უკრავდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე. თინეიჯერობის პერიოდში დაინტერესდაროკით და მეტალით და ამ დროიდან დაიწყო დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა.

არი ჰონიგს ჩაწერილი და გამოცემული აქვს 14 კომპაქტ-დისკი; სხვადასხვა წლებში გამოაქვეყნა 3 სახელმძღვანელო, 4 საგანმანათლებლო DVD და კრებული.

ამჟამად მისი ჯგუფი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და რეგულარულად უკრავს ნიუ-იორკის ლეგენდარულ ჯაზ-კლუბში "Smalls".

მისი სასცენო პარტნიორები არიან: შირლი სკოტი, ჟან მიშელ პილკი, მაიკ სტერნი, კენი ვერნერი, ჯოშუა რედმანი, ვეინ კრანცი, კურტ როზენვინკელი, რობერტ გლასპერი, რიჩარდ ბონა, კრის პოტერი, ტუტს ტილემენსი, პეტ მარტინო, ბილი ჩაილდსი.

ახალ ზელანდიაში დაბადებული ბასისტის მეთ ფენმენის შემოქმედებით სტილს ახასიათებს უზადო მელოდიურობა, რაც ჯაზის მოყვარულთა შორის, მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი გახდა. ბერკლის კურსდამთავრებული უკრავდა ორ წამყვან აკუსტიკურ ანსამბლში: SFJAZZ Collective და Nils Wogram’s Root 70. ამასთან, იგი James Farm - ის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრია. ეს არის მუდამ ახლის ძიებაში მყოფი თანამედროვე ჯაზ-კვარტეტი, რომლის შემადგენლობაში, აგრეთვე, არიან: საქსოფონისტი ჯოშუა რედმანი, პიანისტი აარონ პარკსი და დრამერი ერიკ ჰარლანდი.

ფენმენის უკანასკნელიჩანაწერი Good Question (Sunnyside), ჯაზის სამყაროში, წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ალბომია, თავისი კონცეფციის დამსახურებით. დისკში შესულია ჯგუფის ცალკეული წევრების კომპოზიციები: აარონ პარკსი,ფორტეპიანო; ობედ კალვეირი, დრამი; მარკ ტერნერი, ტენორი; უილ ვინსონი,სოპრანო; ნირ ფელდერი, გიტარა და როჯერიო ბოკატო,პერკუსია; და ყოველი მათგანი წარმოადგენს პასუხს ჯგუფის სხვადასხვა წევრის მიერ წამოჭრილ შეკითხვაზე.

პიანისტი და კომპოზიტორი ნიტაი ჰერშკოვიცი BBC-ის მიერ აღიარებულია, როგორც "ნამდვილი გენიოსი". ის არის ქარიზმატული შემსრულებელი, ძლიერი ბგერით და მუსიკალური ხედვით.

მისი შესრულების დინამიური მანერა ყველანაირ ჩარჩოს ამსხვრევს; გამოირჩევა მსუბუქი, ელეგანტური შეხებით და მოიცავს ემოციურობისა და კონტრასტების მდიდარ სპექტრს.

ნიტაი გამონაკლისია იმ თვალსაზრისით, რომ მან მუსიკის შესწავლა ჯაზით დაიწყო და მხოლოდ შემდეგ გადავიდა კლასიკურ მუსიკაში.

მაროკოელი დედისა და პოლონელი მამის ოჯახში დაბადებულმა, ნიტაიმ კლარნეტზე დაკვრა დაიწყო თორმეტი წლის ასაკში და უმოკლეს დროში დაიწყო გასტროლები ვებერის კლარნეტის კონცერტით.

16-18 წლის ასაკში, როდესაც ნიტაი ისრაელში ცხოვრობდა და სწავლობდა ომერ ავიტალის, ავიშაი კოენისა და ავი ლებოვიჩის ხელმძღვანელობით, იგი ძალიან დაინტერესდა კლასიკური და ჯაზის მუსიკის მდიდარი მრავალფეროვნებით და დაიწყო წერა თელ-ავივის კონსერვატორიაში არსებული სხვადასხვა ჯგუფისათვის.

2004-2010 წლებში მუსიკოსმა 4-ჯერ მიიღო მუსიკალური ფონდის AICFუმაღლესი სტიპენდია.

2011 წლის შუა მონაკვეთში ნიტაის თავად დაუკავშირდა ავიშაი კოენი (რომელიც ცნობილი იყო ჩიკ კორეასთან ხანგრძლივი თანამშრომლობით და წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა). კოენის ტრიოსთან და სხვა სიმფონიური პროექტების ფარგლებში მათ ერთად ჩაწერეს სამი ალბომი: Duende, ფორტეპიანოსა და ბასის დუეტი ლეგენდარული ლეიბლისთვის Blue Note; კამერული მუსიკის პროექტი: Almah for EMI და From Darkness, ტრიო Razdaz Records-ისთვის. ნიტაი იყო ავიშაი კოენის სიმებიანი პროექტის მუსიკალური დირექტორი. მათი თანამშრომლობა 5 წელიწადს გაგრძელდა.