

Folamour - Mono Hall (Postponed)
13 მაისს MONO HALL-ში, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი - Folamour დაუკრავს.
Folamour - ფრანგი არტისტის Bruno Boumendil-ის პროექტია, რომელიც გამორჩეული მუსიკალური ხელწერის წყალობით, მალევე გახდა პოპულარული როგორც საფრანგეთში, ასევე მთელს ევროპაში. მუსიკოსმა, ელექტრონული მუსიკის სცენაზე, თავისი სახასიათო ხელწერა 2017 წელს დაამკვიდრა, როცა სადებიუტო ალბომი „Umami” გამოსცა. აღსანიშნავია, რომ პირველ 12 თვეში ალბომმა, ჯამურად მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე და დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელში.
Folamour-ის მუსიკა, პოპისა და ჯაზ მუსიკის რიტმებით, იდეალურად ეწყმის ჰაუს მუსიკის ჟღერადობებს. არტისტმა არაერთი დაუვიწყარი პერფორმანსი შესთავაზა მსმენელს, ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიც არის: Dimensions Festival, Lost Village, Nuits Sonores, Peacock Society, Dour and Defected Croatia და ასევე დაუკრა აზიის, ავსტალიის ამერიკისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში. Folamour-ს შექმნილი აქვს მუსიკალური ლეიბლები: FHUO Records, Touche Française და ასევე თანადამფუძნებელია ჰაუს მუსიკის ლეიბლის: Moonrise Hill Material.
13 მაისს, საცეკვაო მუსიკის მრავალფეროვანი ჟღერადობების სამყაროში გვამოგზაურებენ, ქართველი დიჯეები: Tobako Tween, Levi Love Disco და meANDyou. საღამოზე ასევე დაუკრავს სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული არტისტი.
------
23:00 - 01:00 - Tobako Tween b2b Levi Love Disco
01:00 - 03:00 - Special guest
03:00 - 05:00 - Folamour
05:00 - End - meANDyou
------
კალათა I - 80₾
კალათა II - 100₾
კალათა III - 120₾
კალათა IV - 140₾
------
🆒 შეიძინე VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - ფასი 130 ლარი:
▪ Vip შესასვლელი
▪ კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს
▪ ცალკე საპირფარეშო
▪ Vip ბარი
------
‼ სივრცის ტევადობიდან გამომდინარე, გაიყიდება მხოლოდ 1200 ბილეთი.
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949