

Konoba - Mono Hall Tbilisi
20 მაისს, პოპულარული ბელგიური მუსიკალური პროექტი "Konoba" - Mono Hall-ში კონცერტს გამართავს.
Konoba - ალტერნატიული და ინდი მუსიკის ბელგიური პროექტია, რომელიც 2017 წლიდან გამოჩნდა დიდ სცენაზე, მათი პირველი ალბომით - ‘Smoke & Mirrors’ და სინგლით - ‘On Our Knees’, რომელსაც 70 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს, სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზე.
2018 წელს Konoba-მ - ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს R.O.-სთან ერთად განაგრძრო შემოქმედებითი პროცესი. მათ 10 თვის მანძილზე, 10 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურეს და 10 მუსიკალური ნამუშევარი შექმნეს, რომელიც მოგვიანებით 2019 წელს, ალბომის სახით გამოსცეს, სახელწოდებით "10". აღნიშნული ალბომი, შეიცავს, დღეს უკვე ბევრისთვის საყვარელ ნამუშევრებს: “Roll The Dice” - “I Could Be” და “Too Much Too Soon”.
2020 წელს კოვიდ პანდემიით გამოწვეული, იძულებითი პაუზის შემდეგ, 2022 წელს Konoba სცენას დაუბრუნდა, რიგით მე-3 ალბომით - “It Was Only A Dream”. აღნიშნულ ალბომში, Konoba მისთვის სახასიათო, ღრმა მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ჟღერადობებს დაუბრუნდა, რაც მკვეთრად არის გამოხატული, მის ნამუშევრებში - “In The Mirror” და “All You Need”.
როგორც არტისტი აღნიშნავს, 2023 წელს ის ერთ-ერთ ბოლო მსოფლიო ტურნეს გამართავს, რის შემდგომაც პაუზას აიღებს მუსიკალურ კარიერაში.
20 მაისს, საცეკვაო მუსიკის უსაზღვრო და ენერგიული ჟღერადობების სამყაროში მოგზაურობას განაგრძობს, პოპულარული ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის სოლისტი და ერთ-ერთი მთავარი წევრი - ტატო რუსია.
------
22:00 - Tato Rusia
01:30 - KONOBA
03:00 - Tato Rusia
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
📲 მაგიდის დაჯავშნა: 577 777 949
------
კალათა I - 40₾
კალათა II - 50₾
კალათა III - 60₾
------
🆒 VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 70₾ [რაოდენობა შეზღუდულია]
▪ ცალკე შესასვლელი
▪ კომფორტული სივრცე
▪ ცალკე საპირფარეშო
▪ მოსასვენებელი სივრცეები
▪ ცალკე ბარი