საქველმოქმედო კონცერტი უკრაინელი ობლად დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად

აღწერა

26 მარტს 20:00 საათზე Republic Event Hall-ში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი უკრაინელი ობლად დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად.

დასავლეთ უკრაინიაში, ივანო-ფრანკოს რეგიონში ბანაკმა „ზოლოტა გენერაცია“ შეიფარა 419 ბავშვი, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომში მშობლები დაკარგეს ან მათი მშობელი ახლა ომში იბრძვიან. ამ ბავშვებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ დახმარება სჭირდებათ რათა ნორმალური საცხოვრებელი პირობები და საკმარისი საკვები პროდუქტი ჰქონდეთ.

უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი 5 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. ის ჩიკაგოდან ჩამოდის ერთი მიისით - გააერთიანოს უკრაინელი და ქართველი არტისტები და ერთობლივი ძალით დაეხმარონ ომისგან დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს. ამისთვის ივანა მელაიმ დააარსა საქველმოქმედო ფონდი “United Hearts”, რომლის ეგიდით 2023 წლის 26 მარტს ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტი.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ევროვიზია-2004 წლის გამარჯვებული, 2016 წლის უკრაინის მიუზიქ ევორდის გამარჯვებული, უკრაინის სახალხო არტისტი რუსლანა, უკრაინაში და საქართველოში ცნობილი მომღერალი ივანა მელაი, ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „სახე“, შეუდარებელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა დარჩია, ლეგენდარული ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და დავით ალადაშვილი.

კონცერტის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება „ზოლოტა გენერაცია“-ს ბანაკის დასახმარებლად. ვინც ვერ მოახერხებს ღონისძიებაზე დასწრებას და სურვილი ექნება ქველმოქმედების აქციაში წვლილის შეტანის, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

GE16TB7290945067800002

ან სილქნეტის აბინენტებმა დარეკონ ნომერზე 0901-303-038 (ზარის ღირებულება 1 ლარი).

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა და ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე დიდი მხარდამჭერი უკრაინისა. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ!

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.