

ნატალია ნაყოფიას სადებიუტო სოლო კონცერტი
ნატალია ნაყოფიას სახელი შესამჩნევად გაჟღერდა როცა ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელმა მისი სადებიუტო სინგლი და მუსიკალური ვიდეო ,,ცისფერი აბი“ გამოუშვა.
სიმღერა და მუსიკის წერა ბავშვობიდან იტაცებდა. ნატალიამ მუსიკალური განათლება ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო რის შემდეგაც სწავლა ამერიკაში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში გააგრძელა.
მომღერალი თავად ქმნის საკუთარ რეპერტუარს და თვითონ არის ყველა სიმღერის, ტექსტისა და მუსიკის ავტორი. წერს როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. თანამედროვე R&B და პოპ მიმართულება ზუსტად ის მუსიკალური ჟანრებია სადაც ნატალიამ თავისი ადგილი და თვითგამოხატვის საშუალება იპოვა. მის შემოქმედებაში ასევე მკვეთრად იგრძნობა ქართული და უცხოური ფოლკლორის გავლენა. კრეატიული და გამორჩეული ვოკალური არანჟირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის მუსიკაში.
24 მარტს თბილისის „მონოჰოლში“ ნატალია ნაყოფიას პირველი სადებიუტო სოლო კონცერტი გაიმართება, ის ხალხის წინაშე მის ბენდთან ერთად წარსდგება.
გიტარა - გუჯა მჭედლიშვილი
კლავიში - იოსები კაპანაძე
დრამი - გიო კაპანაძე
ბასი და ბექ ვოკალი - მერცია ქუთათელაძე
ბექ ვოკალი - თეკლა წვერიკმაზაშვილი
ბექ ვოკალი - ნინი ასილიანი
LINE UP
21:00 - Tato Rusia
12:00 - Natalia Nakopia
1:30 - Tato Rusia
მრავალფეროვანი რეპერტუარი, საავტორო სიმღერები, შესრულების განსხვავებული სტილი, დახვეწილი გემოვნება და გამორჩეული ვოკალი უდაოდ მოხიბლავს ქართველ მსმენელს, ნატალია ნაყოფიასთვის კი ეს იქნება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი მუსიკალურ სამყაროსკენ მიმავალ გზაზე!
“მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება Tato Rusia”
♀♂
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 599 51 52 18
I კალათა - 50 ₾
II კალათა - 60 ₾
III კალათა - 70 ₾