"Genesis"-ის საღამო

აღწერა

ქალბატონებო და ბატონებო !

საიდუმლოდ გეპატიჟებით დაუვიწყარ შეკრებაზე “Silk Factory Studio“-ს ხელოვნების სურნელით გაჟღენთილ საკონცერტო დარბაზში, ლეგენდალური ბრიტანული პროგ.-როკ ჯგუფის "Genesis"-ის ტრიბიუტზე.

საიდუმლო გრიფი:

შემოსასვლელი გასაღები ქართულად: “უსიცოცხლო ტომრების გრანდიოზული აღლუმი“

შემოსასვლელი გასაღები ინგლისურად: “The grand parade of lifeless packagings“

როგორც მოგეხსენებათ, ზემოთ ხსენებული ჯგუფი შესულია თანამედროვე მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. "Genesis"-ის წევრები, ისეთები, როგორებიც არიან: ფილ კოლინზი, პეტერ გებრიელი, მუსიკალურ სამყაროში სარგებლობენ უდიდესი ავტორიტეტით. მათ მოიხსენიებენ როგორც “მეტრებს“ და თამამად ითვლებიან არტ, პროგრესივ და ინდი მუსიკის ერთ-ერთ ღირსეულ ფუძემდებლებად.

პატივისცემით გვინდა მოგმართოთ, რომ ამ საღამოს მუსიკალურ ხაზზე პასუხისმგებლობა ავიღეთ 90-იანი წლებიდან მოღვაწე რამდენიმე ქართული ჯგუფის (“Misteria“, “Mother on Mondays“, “Green Mama“) წევრების კოლაბორაციამ.

გელოდებით 28 აპრილს, საღამოს 21.00 საათზე, “Genesis“-ის ინტელექტუალური მუსიკის საოცარი ჰანგების ქვეშ გასაერთიანებლად.