

TANGO. WHERE THE STORY BEGINS (BUENOS AIRES) TBILISI
არგენტინული ტანგო ბუენოს აირესიდან
წარმოდგენა, რომელიც მიგვიყვანს ფესვებთან, საწყისებამდე. ამოსავალი წერტილი, სადაც ვნება და სურვილი ყვავდება. ემოციური განცდა, რომელიც სწრაფად გადაიზარდა ცეკვაში, სადაც სხვადასხვა სოციალური კლასები ერთმანეთს ერწყმის.
მარკოს აიალა, თავის ჯგუფთან ერთად, ხელახლა ქმნის მისი მხატვრული და ქორეოგრაფიული კონცეფციიდან დაბადებულ დახვეწილ ვიზუალურ ზღაპარს, გვიჩვენებს ამ „რიოპლატენის“ ცეკვის სიმდიდრეს, რომლის ღრმა ფესვები დღეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე.
მარკოს აიალა - რეჟისორი, ქორეოგრაფი და მოცეკვავე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტანგოს მოცეკვავე, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ტანგო დარჩეს როგორც ჟანრი მომავალი თაობებისთვის.
მე-19 საუკუნის შუა ხანებში არგენტინულ ტავერნებში ტანგოს ცეკვავდნენ. ძველ ევროპაში ცეკვა დიდი ხანია ტაბუირებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ის ითვლებოდა გასართობად მოსახლეობის დაბალი ფენისთვის. ძველი სამყარო დანებდა მხოლოდ მაშინ, როცა მიხვდნენ: არ არსებობს სხვა ცეკვა მსოფლიოში ასეთი ენერგიითა და გამომწვევი გულწრფელობით. ეს არის მუდმივი მოძრაობა, ეს არის სოლო და დუეტი, არაჩვეულებრივი ელეგანტურობა, უნაკლო ტექნიკა, სიყვარულისა და ვნების ატმოსფერო. ეს არის ძალა, ეგოიზმი, გამარჯვებისა და წარმატების სურვილი, ცეკვის დახმარებით ყველა დაბრკოლების გადალახვა, ჩრდილიდან სინათლეში გამოსვლის უნარი. და, რა თქმა უნდა, ეს არის მშვენიერი მუსიკა, ცეკვაში ტრანსფორმაციის შესაძლებლობა, გულუბრყვილობა და სიღრმე, საკუთარი თავის პოვნის, კონკრეტულის მთლიანობაში გადაქცევის უნარი. და მაინც - ეს არის მოძრაობასა და მუსიკას შორის კომუნიკაციის გამოცდილება და სიყვარულის სურვილი. ეს არის ცეკვა სინათლისა და სიბნელის შერყევულ ზღვარზე.
ხანგრძლივობა: 2 საათი ინტერვალით
ასაკობრივი ზღვარი 14+