Tina Karol - Mono Hall Tbilisi

აღწერა

28 მაისს - უკრაინელი პოპ ვარსკვლავი Tina Karol - Mono Hall-ში კონცერტს გამართავს.

ტატიანა ლიბერმანი - სასცენო სახელით Tina Karol - უკრაინელი მომღერალი, მსახიობი დატელეწამყვნია. მისი გრაციოზული შესრულების მანერა, უკვე დაახლოებით 18 წელია იწვევს მსმენელის სიყვარულსა და ყურადღებას.

ტინა კაროლი, 2006 წელს მუსიკალურ ფესტივალ "ახალ ტალღაზე" მიღწეული ტრიუმფით გახდა ცნობილი, რის შემდგომაც მომღერლის კარიერაში მნიშვნელოვანი აღმასვლა დაიწყო. 2009 წლის იანვარში, უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ, ტინა კაროლს უკრაინის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში, მომღერალი უკრაინის ყველაზე წარმატებული ქალბატონების ტოპ 100-ში მოხვდა, უკრაინული გამოცემა Focus-ის მიხედვით.

2012 წელს, ტინა კაროლი სიმღერის საერთაშორისო ტელე პროექტის - The Voice Kids-ს ჟიურის წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით კი 2013 წლიდან, The Voice of Ukraine-ს ჟიურიში გადაინაცვლა.

2014 წელს ტინა კაროლმა ურკაინულ დაჯლდოვებაზე YUNA MUSIC AWARD გაიმარჯვა და წლის საუკეთესო მომღერლის ტიტული მოიპოვა. არტისტს ასევე მოგებული აქვს, უკრაინული ტელე არხის M1 MUSIC AWARDS - ნომინაციაში “საუკეთესო მომღერალი”.

ტინა კაროლი აქტიურად არის ჩართული, უკრაინის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან 2014 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი - Tina Karol Foundation, რომელიც კიბოთი დაავადებულ პაციენტებს ეხმარება. მომღერალი, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ანსამბლის წევრია.

------

20:00 - DJ

22:00 - Tina Karol

00:00 - DJ

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949

------

◾ სტანდარტული ბილეთები:

▪ I კალათა - 70₾

▪ II კალათა - 90₾

▪ III კალათა - 110₾

🆒 VIP ბილეთები მეტი კომფორტისთვის - 130₾ [რაოდენობა შეზღუდულია]

▪ ცალკე შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე

▪ ცალკე საპირფარეშო

▪ მოსასვენებელი სივრცეები

▪ ცალკე ბარი