18.00 ₾ - დან
დან


Digital Detox - 20 თებერვლიდან - 25 მარტის ჩათვლით
ჰოლოზეუმი გეპატიჟებათ იმერსიულ თავგადასავალში. თქვენ გახდებით გასაოცარი თავგადასავალის მონაწილეები ინტერაქტიული ნამუშევრების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია ჩვენი გონების გასაწმენდად სტერეოტიპებისა და ცრურწმენებისგან. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თვალწარმტაცი წარმოსახვითი გარემო, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვაში და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი აღქმის ზოგიერთ ხისტ ნიმუშს.
ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით სხვადასხვა არტისტებისგან შემდგარმა გუნდმა შექმნა 8 მულტიმედიური ნამუშევარი, გეპატიჟებით რომ შეუერთდეთ განსხვავებულ ექსპერიმენტს.
ჩვენი გუნდი მტკიცედ დგას რუსეთის ომის წინააღმდეგ უკრაინაში და ქართული მიწის ოკუპაციის წინააღმდეგ. თითოეული ბილეთის გაყიდვიდან თანხის ნაწილი რუსული აგრესიით დაზარალებულთა ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. ფინანსური ანგარიში ღია იქნება საზოგადოებისთვის.
ადგილზე უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალექეებისთვის:
ბავშვი: 18 ₾.
სტუდენტი: 21 ₾.
ზრდასრული: 25 ₾.
საქართველოს არა რეზიდენტი მოქალაქეებისთვის:
6-13 წელი - 21 ₾.
13-24 წელი - 25 ₾.
24 წლის ზემოთ - 30 ₾.