cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

Brunteti - The Return | Kordz x Haraki x Kluster5 • Haraki Theatre

აღწერა

‘ბრუნტეტი - დაბრუნება’ არის მუსიკალური სპექტაკლი, სადაც მაყურებლებს საშუალება ექნებათ იმოგზაურონ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში. სპექტაკლი დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე ‘1999’, რომელიც 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის ‘Kluster 5’ და გამოყენებულია 1999 წლის აუდიო ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებზე და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები)

პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე ‘ჰარაკი’-ს გუნდმა (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს.

სპექტაკლები გაიმართება თეატრ ‘ჰარაკი’-ში 5, 6, 7 თებერვალს და Silk Factory Studio-ში 11 თებერვალს.

სპექტაკლის დაწყების დრო: 21:00

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებზე ვრცელდება 15%-იანი, ხოლო თიბისი Mastercard ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

*ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, Mastercard, Lexus და თბილისის მერია.


მსახიობები:

ანასტასია ჭანტურაია

ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია

ბექა ხაჩიძე

გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

მხატვარი: ნანა კალანდაძე

დიზაინი: კოკა კიტია

ორგანიზატორი: Stockton

https://www.facebook.com/kordzmusic

https://www.facebook.com/harakicompany

https://www.facebook.com/Kluster5