cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

70.00 ₾ -

დან

VINI VICI - Powered by Mono Hall Tbilisi

შაბათი, 08 აპრილი 23:00

Hualing Plaza - Warehouse

აღწერა

8 აპრილს თბილისში - ჰუალინგ პლაზაში, MONO HALL-ის ორგანიზებით, ელექტრონული მუსიკის და განსაკუთრებით Psytrance ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუოს, პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტების ლიდერი და ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალების მუდმივი სტუმრის - VINI VICI-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.

VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია, მათ შორის: 2017 წელს დუომ “Dj Mag Top 100 Dj’s” საერთაშორისო რეიტინში #72-ე პოზიცია დაიკავა, რის შემდგომაც ამავე წელს Walla Nightlife Awards-ზე წლის დიჯეის ტიტული მოიპოვა. ასევე 2015, 2016, 2017 წლებში VINI VICI ყველაზე გაყიდვადი Psytrance არტისტი გახდა. მათი შემოქმედება დახუნძლულია, ისეთ არტისტებთან ერთად კოლაბორაციით, როგორებიც არის: Armin Van Buuren, Dimitry Vegas & Like Mike, Steve Aoki, W&W, KSHMR, Astrix, Timmy Trumpet და სხვები.

VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიც არის: Tomorrowland, EDC, Ultra, Dreamstate, ASOT, AMF, Dreambeach, Creamfiled, Electric Love, Airbeat One, World Club Dome, Transmission და სხვები.

VINI VICI-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რემიქსს “Free Tibet”, 140 მილიონამდე მოსმენა აქვს Youtube-ზე. ასევე აღსანიშნავია VINI VICI-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Trance დიჯეის Armin Van Buuren-ის ერთობლივი ნამუშევარი “Great Spirit” და W&W-თან ერთად შექმნილი თრექი “Chakra”, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა პროექტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

------

ჰუალინგ პლაზას სივრცე (22 J. Lezhava Str თბილისი, 0152), რომელიც სპეციალურად VINI VICI-ს ღონისძიებისთვის მოეწყობა და აღიჭურვება განათებისა და გახმოვანების უახლესი ტექნიკით და მაქსიმალურად უზრუნველყოფს, აღნიშნული მასშტაბური ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარებას. მეტი კომფორტისთვის, სივრცეში ასევე განთავსებული იქნება: Vip შესასვლელი, კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს, ცალკე საპირფარეშო, Vip ბარი.

სტუმრებისთვის კომფორტული ტრანსპორტირებისთვის, დაინიშნება ტრანსპორტი სხვადასხვა მეტრო სადგურებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჰუალინგ პლაზა თბილისის გარეუბანშია განთავსებული, ღამის საათებში აღნიშნულ ლოკაციაზე მოსვლა, საცობების გარეშეა შესაძლებელი.

------

Skywalker Visuals - ლუკა პაპაშვილის მიერ შექმნილი, აუდიოვიზუალური და მულტიმედია პროექტია, რომელიც ძირითადად ელექტრონული მუსიკის ივენთებისთვის არის გათვლილი. პროექტი საქართველოში 2 წელიწადს ითვლის და უკვე მრავალჯერადად მოერგო ისეთ ივენთებს თუ სივრცეებს როგორიც არის: RIKEZE, KHIDI (G2), TREAABAL, SUMMER SET ,PSYLOSOPHY, PORTALL, HOLOSEUM,TKESHI, MONOHALL და სხვა.

Skywalker Visuals-ს შექმნილი აქვს ლაივ ვიზუალური კოლაბორაცია არტისტებთან: KASST, NICO MORENO, LILLY PALMER, MONOLINK, THE BLAZE, OUTSIDERS, POLOCORP, OCTAVE ONE, HVOB.

პროექტის მთავარი მიზანია, აუდიო ინტერაქციული იმპულსების შესაბამისი ვიზუალური ინტერპრეტაცია, რაც ხდება LIVE რეჟიმში და ხშირად LED ეკრანის დახმარებით გამოისახება, იქნება ეს ცალკეული ინსტალაცია თუ სცენის მაპინგი პროგრამა: Touchdesigner-ის საშუალებით.

Skywalker Visuals - MONO HALL-ში გამართულ ღონისძიებებს, უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის, აუდიო-რეაქტიული ვიზუალით.

Skywalker Visuals-ის ნამუშევრები, შეგიძლიათ აქ დაათვალიეროთ: https://linktr.ee/skywalker_visuals

------

8 აპრილს, ფსიქოდელიური ტრანსის მრავალფეროვანი ჟღერადობების სამყაროში გვამოგზაურებენ, ქართველი არტისტები:

------

▪ ADDITIVV

https://www.facebook.com/additivv

https://soundcloud.com/additivv

▪ KASSRA

https://www.facebook.com/KassRaMusic

https://soundcloud.com/kassramusic

▪ MARCUSS

https://www.facebook.com/marcussmanoah

https://soundcloud.com/imarcuss

▪ OBRI

https://www.facebook.com/obritech

https://soundcloud.com/obri_gado

------

Early Bird - 60₾ (მხოლოდ 200 ბილეთი) SOLD OUT

კალათა I - 70₾

კალათა II - 80₾

კალათა III - 90₾

კალათა IV - 100₾

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

------

🆒 შეიძინე VIP ბილეთი მეტი კომფორტისთვის - ფასი 100 ლარი:

▪ Vip შესასვლელი

▪ კომფორტული სივრცე სცენასთან ახლოს

▪ ცალკე საპირფარეშო

▪ Vip ბარი

შაბათი, 08 აპრილი 23:00

Hualing Plaza - Warehouse

70.00 ₾-

დან