cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

საფორტეპიანო მუსიკის საღამო

აღწერა

საფორტეპიანო მუსიკის საღამო
THE KING OF SONG
ფრანც შუბერტი - 226

სოლისტი სანდრო გეგეჭკორი


შესრულდება ფრანც შუბერტის საფორტეპიანო ნაწარმოებები

----------------------------------
ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი ქართული საფორტეპიანო სკოლის ახალი
თაობის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, როგორც სამშობლოში, ისე მის
ფარგლებს გარეთ. მან მცირე ასაკში მიაღწია საერთაშორისო წარმატებას და თავი
დაიმკვიდრა კლასიკური მუსიკის მსოფლიო არენაზე. სანდრო არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია; მათ შორისაა: Maria Canals International music competition (პირველი პრემია, 2021), Feurich Vienna International piano competition (გრან-პრი, 2018), Arno Babajanyan international piano competition (პირველი პრემია , 2015).

2022 წლის დასაწყისში სანდრო გეგეჭკორი „საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების
მსოფლიო ფედერაციის“ (WFIMC, ჟენევა) არტისტი გახდა.

იგი სისტემატურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრთან და
მუდმივად მართავს კონცერტებს საერთაშორისო მასშტაბით ისეთ პრესტიჟულ
დარბაზებში, როგორებიცაა: The Royal Concertgebouw, Palau De La Musica, L’auditori,
Mozarthaus Vienna და ა.შ.

მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელს წინასწარ აქვს გაწერილი სოლო და საორკესტრო კონცერტების განრიგი. ქართველი პიანისტი ამავე კონკურსზე დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით - კომპაქტ დისკის ჩაწერა მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობ Naxos CD პლატფორმაზე.

სანდრო გეგეჭკორი, ამჟამად, სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,
პროფესორ ალექსანდრე გარბერის ხელმძღვანელობით.