

საახალწლო რეისები თბილისი - ბათუმი
აღწერა
- TKT.GE-ს დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ბილეთები
- გადახდა შესაძლებელია VISA ან MasterCard პლასტიკური ბარათების საშუალებით
- ბილეთის შეძენისას აუცილებელია თითოეული მგზავრის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
- არასწორად მითითებული ინფორმაციის შემთხვევაში მგზავრი მატარებელში არ დაიშვება
- მგზავრი მატარებელში დაიშვება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ან ბავშვის შემთხვევაში დაბადების მოწმობის წარმოდგენის შემდეგ
- 16 წლამდე ასაკის ბავშვები მატარებელში დაიშვებიან მხოლოდ უფროსის თანხლებით
- 5 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთები სავალდებულო არ არის.
- 5 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სრული ბილეთის შეძენა სავალდებულოა.
- მოცემულ რეისზე საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის არ მოქმედებს ფასდაკლება.
- მოცემულ რეისზე ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- მატარებელზე დაგვიანების შემთხვევაში, ბილეთში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.