cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

მაჩვენე სიყვარული: ახალი წელი

აღწერა

როგორც წესი, ახალი წელი - ოჯახური დღესასწაულია და მას ბევრი ჩვენგანი ოჯახთან ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ ასევე გვსურს შევიკრიბოთ თანამოაზრეებს შორის - ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. ღონისძიებას ვაკეთებთ როგორც „ჩვენთვის“, რათა ყველამ იგრძნოს, რომ თქვენი ოჯახი - ბევრად მეტია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

ჩვენ ასევე გვსურს ღონისძიება ჩატარდეს იმგვარად, რომ ლგბტქ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ: ჩვენ არ დავუშვებთ სტუმრების ვიდეო/ფოტოების გადაღებას ღონისძიების განმავლობაში.

ჩვენ ასევე მზად ვართ მოვიწვიოთ ყველა, ვინც მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს, თვლის, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლეს აქვს ღირებულება და სურს გაატაროს დრო მყუდრო, მხიარულ და უსაფრთხო გარემოში ჩვენს ხელოვანებთან, აქტივისტებთან და ჩვენს სტუმრებთან ერთად. მოდით, ერთად გავატაროთ ღამე, როდესაც ყველა იგრძნობს თავს მიღებულად, მიუხედავად მათი სქესის, იდენტობისა თუ სექსუალური პრეფერენციებისა. ერთად შევქმნათ კარგი მოგონებები!

პროგრამა:

17:00 - კარის გახსნა

17.30 — ფილმის „წვეულების მონსტრის“ ყურება

19.30 — საჯარო საუბარი

- ნაძვის ხე, გამოსახულების ტრანსფორმაციის კუთხე, გამოფენა -

21.30 - დრაგ კაბარე

22.00 — Vogue-ის მოცეკვავეების ჩვენება

22.30-5.00 — დიჯეები და ღამის წვეულება.

მოხარული ვიქნებით, თუ გამოიყენებთ ფილმს "წვეულების მონსტრი" ინსპირაციისათვის, რათა შესაბამისი ტანსაცმელი შეარჩიოთ ვიზუალისათვის. თუმცა, რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა სასურველი იმიჯის მორგებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ უბრალოდ მოხვიდეთ და სცადოთ ჩვენი იმიჯის ტრანსფორმაციის კუთხე (ან არ სცადოთ და მობრძანდეთ ისე, როგორც გნებავთ. ნესბიმიერი თქვენი არჩევანი იქნება სრულყოფილი, რადგან ჩვენ ვაპირებთ წვეულება აღვნიშნოთ ისე, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს უფლება გააკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს შეესაბამება პოზიტიურ სოციალურ ღირებულებებს).

Early Birds - 35 ₾

კარზე - 50 ₾

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

SHOW ME LOVE: NEW YEAR