

FlyLife Ballet
აღწერა
Fly life - არის ზღაპრული ისტორია კეთილი ფერიის მიერ თოჯინის შექმნის შესახებ. იმისთვის, რომ თოჯინა გაცოცხლდეს და ნამდვილ გოგონად გადაიქცეს ფერია მას თავის გულს აძლევს. ბნელი ძალები მრავალ დაბრკოლებას უქმნიან და ანადგურებენ მთავარ გმირებს, მაგრამ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
ბალეტში ჩვენ ვიხილავთ სცენაზე მოლივლივე არტისტებს, ცირკისა და პანტონიმის ჩანართებს. მე-18-20 საუკუნის კომპოზიტორთა ცნობილი მუსიკა განსაკუთრებულ ემოციებს და ელფერს შემატებს სანახაობას.
სპექტაკლში მონაწილეობენ პროფესიონალი ბალეტის მოცეკვავეები და საცეკვაო სტუდია "Fly Life Ballet"-ის ნორჩი წევრები.