

ერთად უკეთესია
აღწერა
ღონისძიება „ერთად უკეთესია” არის სტარტაპერი „ივენთმეიქერის“ პირველი საპილოტო პროექტი, რომელიც ხორციელდება პირადი კონტაქტების და მეგობრების დახმარებით. ეს არის ელექტრონული მუსიკის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც 25 ნოემბერს, ლოკაცია - ზაჰესი, პლატინის #1 გაიმართება და მომდევნო დღის დილამდე გაგრძელდება. კონცეფცია მოიცავს, ელექტრონული მუსიკის, ჰიპ - ჰოპის, თანამედროვე გართობის სტილის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ღონისძიებაზე გათვალისწინებულია კვების, ბარის, საცეკვავო, სცენის, მოსასვენებელი და პატარა სავაჭრო პუნქტების ტერიტორიები;
ასაკობრივი შეზღუდვა 16+