თბილისის ხელოვნების ბაზრობა

აღწერა

ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის თანამედროვე ხელოვნების რიგით მესამე ბაზრობა 22-25 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში გაიმართება.

✧ TAF 2022-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური სახელოვნებო სივრცე კიდევ ერთხელ მოუყრის თავს კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენების გარდა, ბაზრობის ფარგლებში იგეგმება პერფორმანსები, ვორქშოპები, Taf Talks და სხვა ტიპის აქტივობები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სცენებს შორის ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.

უფასო არის 15 წლამდე მოზარდებისათვის.

თიბისი კონცეპრტის მფლობელებისათვის 20% ქეშბექი იმოქმედებს.

ადგილზე სტუდენტური ბარათის წარდგენისას სტუდენტებისთვის შემოსვლა ეღირება 10 ლარი.

https://tbilisiartfair.art/en