50.00

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები იყიდება მხოლოდ მოთხოვნით

CIRCUS || BOSTON 168 | HVL | STAOX | VP ALLOWED

შაბათი, 24 სექტემბერი 23:59

აღწერა

24 სექტემბერს გვაქვს პატივი CIRCUS-ის სცენაზე წარმოგიდგინოთ Boston168.

• Boston 168 - ხმის შემქმნელი ლაბორატორია : Sergio Pace და Vincenzo Ferramosca, ორი ელექტრონიკის მკვლევარი, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ხმის ვივისექციაზე, რათა შეექმნათ ახალი გადაწყვეტები ტექნო სუბსტანციისთვის.

2010 წელს ორმა ახალგაზრდა პროდიუსერმა დააარსა Old and Young ლეიბლი: Gambo-ს გამოცდილების კომბინაცია , რათა ხელახლა განესაზღვრათ ტექნოს საფუძველი.

მათ დაიწყეს მუშაობა ლაივ სეტზე: შედეგად, ისინი ასხივებენ კოსმოსურ სითბოს, ამოგზაურებენ აუდიტორიას ტექნო ვოიაჟებზე ტრადიციული სისწრაფით, ეძებენ ახალ გრავიტაციულ სივრცეებს და ხმის შავ ხვრელებს.

Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს საგულდაგულო ნამუშევარი აერთიანებს ტრადიციული მანქანების აკუსტიკას, რომლებმაც შექმნეს ტექნოს ისტორია, Roland Tr909, Tr707, Tb303, Avalon Abstrakt Instrument და სხვა.

საერთაშორისო ტექნო საზოგადოების გამოხმაურება უზარმაზარია: Boston 168 გამოქვეყნდა სხვადასხვა ლეიბლებზე, როგორიცაა Enemy, Involve, Attic music, Odd/Even, Bpitch Control, მათ EP-ებთან და მუსიკასთან ერთად, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მთელი ინდუსტრიის მხრიდან.

————————————————————————————

• HVL - BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი ლეიბლ Voyager-ზე, სახელად Flats.2013 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა.

2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP 2016 წლის თებერვალში გამოვიდა Linear Movement-ზე. BASSIANI RECORD-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული ქართველი არტისტია.

————————————————————————————

• vp allowed - დიჯეი და პროდიუსერი, ბერლინში დაფუძნებული ლეიბლის და ივენთების სერიის - Deestricted თანადამფუძნებელი. რეზიდენტი დიჯეი და თანადამფუძნებელი Meet Compact Club (Italy)

————————————————————————————

• STAOX - იგივე გიორგი ორბელაძე, ლოკალური სცენის ახალგაზრდა წარმომადგენელი. ელექტრონული მუსიკის წერა 15 წლის ასაკში დაიწყო და დღემდე აქტიურად აგრძელებს.

————————————————————————————

ასაკობრივი შეზღუდვა +18

I კალათა : 30 Gel

II კალათა : 40 Gel

III კალათა / კარზე : 50 Gel

————————————————————————————

Artwork By: @Studioekun


შაბათი, 24 სექტემბერი 23:59

ცირკი, ბათუმი

₾ 50.00

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები იყიდება მხოლოდ მოთხოვნით