

Tbilisi Gastro Week
Tbilisi Gastro Week - პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი საქართველოში
გასტრო კვირეული 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
პროექტის მიზანია Gastro Week-ის სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
კვირეულის ფარგლებში მსოფლიოში გამორჩეული, მიშლენის მიერ აღიარებული შეფები საუკეთესო ქართველ შეფებთან ერთად გვიმასპინძლებენ. საქართველოს ეწვევიან: ჟოაო ოლივეირა - პორტუგალია, 1 მიშლენის ვარსკვლავი; მაურიციო ზილო - ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი, ჯანინა რუედა - ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი; მაკსუტ ასკარი - თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი; ვოლოდიმირ იაროსლავსკი - უკრაინა, კიევური Chef’s Table-ის ბრენდშეფი, კრისტიან ბრასკ ტომსენი - დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ.
ვახშმის განმავლობაში შეფები რამდენიმე კერძს წარმოგვიდგენენ, თითოეულ მათგანს კი სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.
Tbilisi Gastro Week იმართება SOLO-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
*მაგიდის ჯავშნისას, მეგობრებთან ერთად ერთ მაგიდასთან განთავსების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 555 281 878 / 551342244