40.00

AHMET KILIC

შაბათი, 17 დეკემბერი 23:00

აღწერა

გაყიდული ბილეთების წილი უკრაინული კრიზისით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად გაიღება.

პირველად თბილისში, მელოდიური ტექნოსა და დიფ ჰაუსის ოსტატი აჰმეტ ქილიკი 17 დეკემბერს წარდგება.

აჰმეტი ბულგარეთში დაიბადა და ბავშვობაც იქ გაატარა. მუსიკალურ სამყაროსთან ზიარება მამამისის ელექტრონული აპარატურით გატაცებას უკავშირდება. 10 წლის ასაკში აჰმეტი იმდენად დაინტერესდა იმით, თუ როგორ მუშაობდა ეს აღჭურვილობა, რომ სახლში არსებული ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობის ნაწილებად დაშლა-აწყობა დაიწყო. 12 წლის ასაკში აჰმეტმა საკუთარი რემიქსების შექმნით პირველი ნაბიჯები გადადგა მუსიკალურ კარიერაში, რამაც მუსიკით მისი ძლიერი გატაცება დაამტკიცა. 1991 წელს აჰმეტის ოჯახმა საცხოვრებლად თურქეთში გადასვლა გადაწყვიტა; ეს მისთვის სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა.

აჰმეტი სკოლაში იზმირში, თურქეთში დადიოდა, საღამოობით კი ჩვეულებრივ ბარებში დიჯეიდ მუშაობდა. 1995 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მან პროფესიონალური მუსიკალური კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და იზმირის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში-"Club Marina"-ში რეზიდენტ დიჯეიდ დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით აჰმეტს საკუთარ ცხოვრებაში ცვლილების შეტანა მოუნდა და მუსიკალური კარიერა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში წარმატებულ წვეულებებზე დიჯეის როლში გააგრძელა. Topdeejays.com-ის მიხედვით, აჰმეტი გახდა დიფ ჰაუსის #1 დიჯეი თურქეთში, #1 დიჯეი YouTube -ზე ყველაზე მეტი ხელმომწერით და მრავალგზის #1 Beatport Mixes & SoundCloud-ის ტოპ 50 კრებულში.

სრული შემადგენლობა მალე გამოქვეყნდება.

Early birds: 30 ₾ ( ყველა ბილეთი გაყიდულია)

I კალათა: 40 ₾

II კალათა: 50 ₾

III კალათა/კარი: 60 ₾

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

შაბათი, 17 დეკემბერი 23:00

ELEKTROWERK

₾ 40.00