Ciskari Garden: VODKAST 7TH ANNIVERSARY PARTY

აღწერა

3 სექტემბერს, Ciskari Garden თბილისში დაფუძნებული ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის, VODKAST RECORDS შვიდი წლის საიუბილეო ღამეს უმასპინძლებს. ელექტრონული მუსიკის ადგილობრივი სცენის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად, ღამის განმავლობაში კოლექტივის არაერთი მეგობარი და ოჯახის წევრი დაუკრავს.

მოწვეულ არტისტთა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული იქნება ჰაუსის და ჰოპ-ჰოპის ლეგენდარული პროდიუსერი და ვიზუალ არტისტი GE-OLOGY, რომლის პერსონალური, ინტიმური და რისკიანი დამოკიდებულება სეტების მიმართ, საცეკვაო მოედანს იშვიათი გამოცდილების ადგილად აქცევს. მისტიური და არაწინასწარგანჭვრეადი სეტით წარდგება ECE ÖZEL, რომლის შემოქმედებაც თურქეთის ელექტრონული მუსიკის სცენის როგორც წარსულ, ასევე თანამედროვე გამოცდილებებს ეყრდნობა. მათთან ერთად, განსაკუთრებულ მუსიკალურ მოგზაურობას შემოგვთავაზებს ნორვეგიელი არტისტი, არაერთი ლეიბლისა და წვეულებების სერიის დამფუძნებელი FETT BURGER.

ღამის განსაკუთრებული, სადღესასწაულო ნაწილი იქნება VODKAST RECORDS-ის დიდი ოჯახის წევრების სეტები - უნიკალური სელქტრორი JD J, ხანგრძლივი გამოცდილებით NIKA J, სცენის ერთ-ერთი ფავორიტი SANDRO JORBENADZE და მათთან ერთად, კოლექტივის სულისჩამდგმელები, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ვეტერანი არტისტები VAKHO და ZURKIN.

I კალათა - 30 ლარი

II კალათა - 40 ლარი

III კალათა - 50 ლარი