CIRCUS / UNDER BLACK HELMET / THE BRVTALIST / OTHR / RYUU

აღწერა

20 აგვისტოს CIRCUS-ის ცეცხლოვან ღამეზე წარდგება Under Black Helmet.

ელექტრონული მუსიკის წარმოებამდე, ლიტველი პროდიუსერი იულიუს ლაურაშონისი, იგივე Under Black Helmet უკრავდა კლავიშიან, სიმებიან და დასარტყამ ინსტრუმენტებზე. 2011 წელს ლონდონში გადასვლისა და ადგილობრივი სცენით შთაგონების შემდეგ, ჯულიუსმა დაიწყო ტექნოს წარმოება და მას შემდეგ ჟანრის ერთგული რჩება. მის სადებიუტო EP “Mute”-ს, რომელიც გამოვიდა 2015 წელს Mørbeck-ის ბერლინში დაფუძნებულ ლეიბლზე ‘Code is Law’, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თავიანთ სელექციას შემატეს ისეთმა ტექნო ვეტერანებმა, როგორებიცაა Jeff Mills, Tommy Four Sever და Rebekah. მას შემდეგ ჯულიუსმა სამართლიანად დაიმკვიდრა თავი დღევანდელ ტექნო სცენაზე და უკრავს მონუმენტურ წვეულებებზე და კლუბებში, როგორიცაა Reaktor-ის Unpolished.

ამჟამად Under Black Helmet არის ორი ახალი EP-ის, ასევე რემიქსების და VA კომპილაციების გამოშვების პროცესში.

--------------------------------------------------------------------------

ასევე ვუმასპინძლებთ მწერალ, პრომოუტერ და დიჯეი -

The Brvtalist-ს.

მან 2013 წლიდან, ამავე სახელწოდების პლატფორმით ითანამშრომლა და წარადგინა ისეთი არტისტები, როგორებიცაა Void Vision, Drab Majesty, Ancient Methods, Ayarcana, VTSS, Silent Servant, Nene H, SPFDJ და სხვა.

როგორც დიჯეი, The Brvtalist აერთიანებს techno, industrial, EBM, acid და rave ჟღერადობებს. უკრავს ატლანტიკის ორივე მხარეს, ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე, ბერლინში, ლონდონსა და პარიზში. გარდა ამისა The Brvtalist ასევე ცნობილი გახდა თავისი დაგეგმილი წვეულებებით და შოუქეისებით ამსტერდამში, ლოს-ანჯელესში, ასევე როგორც საკულტო კლუბ Ohm Berlin-ის რეზიდენტი და ცნობილი სტრიმინგ პლატფორმის HÖR საპატიო სტუმარი.

2020 წელს The Brvtalist-მა დააარსა თავისი სახელის ლეიბლი, Brvtalist Sound Recordings, რომელმაც გამოსცა ისეთი არტისტების მუსიკა, როგორებიცაა Wvalaam Klous, Madwoman, Alessandro Nero, Mercury 200 და სხვა. The Brvtalist მიზნად ისახავს გამოავლინოს სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც ერთსა და იმავე, ბნელ და რომანტიკულ მიმზიდველობას იზიარებენ.

--------------------------------------------------------------------------

ასევე გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალგაზრდა და ნიჭიერი, ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტის, ლადუკა ნინუას პროექტი - OTHR.

როგორც KHIDI-ს რეზიდენტმა, შეასრულა მრავალი დასამახსოვრებელი დიჯეი და ლაივ სეტი მთავარ სცენაზე.

მშობლიურ ქალაქთან ძლიერი კავშირებით, ლადუკას ჩართულობამ ადგილობრივ საზოგადოებაში და არტისტების მხარდაჭერამ დატოვა მტკიცე მემკვიდრეობა, რამაც ის დაამკვიდრა თბილისის მუსიკალური სცენის წინა ხაზზე.

OTHR-ის მუსიკა გვიჩვენებს ლადუკას მრავალფეროვან მუსიკალურ განვითარებას, დაწყებული მისი, როგორც მეტალ და პოსტ-პანკ ჯგუფების გიტარისტის, ჯილდოს მფლობელი ambient/noise - პროდიუსერის, მის ამჟამინდელ დამახასიათებელ ინდუსტრიულზე ორიენტირებული ტექნომდე პანკ ვოკალით.

რელიზებით Hound-ზე, KHIDI Label-ზე, Liber Null-ზე, Murder Records-ზე, Persephonic Sirens-ზე და მრავალი პერსპექტიული მომავალი რელიზით, OTHR ბევრად მეტია, ვიდრე სეტის ავტორი რათა დატოვოს თავისი კვალი ევროპის ტექნო სცენაზე

--------------------------------------------------------------------------

CIRCUS-ის სცენა უკვე მეორედ დაეთმობა RYUU-ს, იგივე ნოდარ ქოჩერაშვილს, რომლის ელექტრონული მუსიკისადმი სიყვარულიც ადრეული ასაკიდან იჩენს თავს. წლების მანძილზე ჩართული იყო, სხვადასხვა ფესტივალების საორგანიზაციო საქმიანობაში, ხოლო 2017 წლიდან უშუალოდ იწყება მისი კარიერა დიჯეის მიმართულებით - პროექტით RYUU. არტისტისთვის ყველაზე ახლო ჰიპნოტური, მძიმე და ინდუსტრიული "ხმები" აღმოჩნდა. დღეისთვის ის კლუბ BUDE-ს რეზიდენტია, რომელიც ქუთაისში მდებარეობს.

ასაკობრივი შეზღუდვა +18

--------------------------------------------------------------------------

Artwork By: @Studioekun

https://www.facebook.com/events/1192899911288848/?ref=newsfeed

https://www.instagram.com/circusbatumi/

I კალათა - 30 ₾

II კალათა - 40 ₾

III კალათა / კარზე - 50 ₾