პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღე 2022

აღწერა

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღე 2022

ტესტერთა საერთაშორისო დღე დასაბამს ჯერ კიდევ 1945/47 წლიდან იღებს, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ოპერატორებმა გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით კომპიუტერი მარკ II-ის მუშაობის შეფერხების მიზეზის ძებნისას ერთ-ერთ ნაწილში იპოვნეს ჩრჩილი, ინგლისურად „ბაგი“. სწორედ ამ დღიდან ყოველ 9 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველო მხოლოდ GeoSTQB ბორდის ჩამოყალიბების შემდეგ, 2020 წელს შეუერთდა.

წელს უკვე მესამედ გიწვევთ ტესტერთა საერთაშორისო დღის ღონისძიებაზე, რომელიც გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებს, პანელ დისკუსიებსა და კვლევის შედეგებს QA Market-თან დაკავშირებით.

თქვენ შეხვდებით წამყვან პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპიდან. გაეცნობით ტესტირებასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციებს.

პროგრამული უზრუნველყოფის სამყაროში კონტაქტების გასამყარებლად ორივე დღეს უზრუნველყოფილია:

Welcome Coffee

Networking Lunch

და რაც მთავარია

Party after the event (Music, Drinks, Cake)

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თიბისი, EPAM, EXACTPRO, UN WOMEN GEORGIA, SOFTFAN, aPeople.

დასწრების ღირებულება მხოლოდ ერთი დღე 50 ლარი, ორივე დღე 80 ლარი.


Geostqb FB Page: https://www.facebook.com/geostqb

LinkedIn : https://www.linkedin.com/company/geostqb/