LOUDspeakers

აღწერა

23 აგვისტოს, კიდევ ერთხელ შევხვდებით ქართულ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ჯგუფის LOUDspeakers კონცერტზე MONO HALL BATUMI-ში. შემოგვიერთდი ✨

მათი სიმღერები, თემატიკა და მუსიკალური სტილი ქართველი მსმენელისთვის საკმაოდ ახლობელი აღმოჩნდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯგუფი 2009 წლიდან სტაბილურად განაგრძობს მოღვაწეობას.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 25 დეკემბერს, LOUDspeakers-მა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად ინტენსიური მუშაობის შემდეგ, Lenø Records-ზე ახალი ალბომი „Pills Of Time“ გამოუშვა, რომლის მოსმენა და შეძენა სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმებზეა შესაძლებელი.

------

22:00 - DJ

01:00 - LOUDspeakers

03:00 - DJ

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002


I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾