LAST WEEKEND OF SUMMER

აღწერა

ზაფხული გადის სწრაფად, ისეთი სიშმაგით, რომ ბოლო დღეები ერთი ხელის გაწვდენაზეა. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეკრიბა ყველა ძალა და სქურის ჯადოსნურ ხეობაში შეკრებილები მივეცეთ ტკბილ ფიქრს, ყველაფერი ისევ წინაა და კვლავაც მოვა დედამიწა თბილი დღეებით. ამიტომ აგვისტოს ბოლო შაბათ-კვირას სქურში შევხვდებით, სადაც ტყე ჩრდილს მოგვცემს, მდინარე სიგრილეს და მთა ჟანგბადს ლანგარზე მოგვართმევს. მთიდან მწყემსებიც შემოგვისეირნებენ და ნაღდი ელარჯის საიდუმლოებას გვაზიარებენ, ხოლო საგულდაგულოდ შერჩეული მუსიკოსები ამ ყველაფერს მოგვანელებინებენ!

მუსიკა არის სამყაროში ღმერთის ზეიმი და ფირფიტები ბზრიალისგან გადაღლილები ყველა საყვერელ კლუბს და ლეიბლს წარმოგვიდგენენ.

ბერლინიდან გვყავს მოწვეული ვიზიონერი, რომელიც არის მუსიკაში მისიონერი (Club Der Visionaere)

თბილისს, ქუთაისს და ბათუმს წარმოგვიდგენენ : შვებულებიდან დროებით დაბრუნებული Barfly; გვარიანად შემთბარი რეფლექტორი/Reflector; და სხვაზე არანაკლები

ზღვაზე • Zgvaze;

ვინილ შოფები და ლეიბლები თავიანთი ფირფიტებით და ახალი რელიზებით გაგვანებივრებენ;

Small Moves

Vodkast Records

Domain Records

Glispy Records

Pluto’s Plan

+ Special Guest

(სხვა კლუბებისა და ლეიბლების რეზიდენტები, დამოუკიდებელი არტისტები)

Non Stop

48 Hours Party

42 Hours Line up

6 Hours Open Decks

დაიშვებიან მხოლოდ 18 +

ბილეთების ლიმიტირებული რაოდენობა გაიყიდება წინასწარ.

კარზე 80 ₾

Face Control // Age Control