DANNY FABER | HOLY MOLY(live) | NIKA CHIKOVANI @ AUSTIN BAR

აღწერა

8 ივლისს AUSTIN DJ BAR წარმოგიდგენთ:

DANNY FABER | HOLY MOLY(live) | NIKA CHIKOVANI

• DANNY FABER (Bar 25 Music)

Danny Faber ლეგენდარული კლუბის, Bar 25-ის დამფუძნებელია. 2003 წელს მეგობრებმა დიდი ხნის ოცნება აიხდინეს და Open Air კლუბი და კულტურული ვენიუ შექმნა ბერლინის ფრიდრიხსჰაინის რაიონში. კლუბმა სახელი ჰაუსისა და ტექნო ჟანრების ივენთებით გაითქვა - ფართიები ხშირად 72 საათამდეც კი გრძელდებოდა. Bar 25-ის დახურვის შემდეგ Danny Faber-მა Chalet Club გახსნა, ასევემ Bar 25-ისა და Sirin Music-ის ლეიბლებზე გააგრძელა მუშობა. Danny Faber ლეიბლებისა და საკუთარი კლუბის მართვის მიუხედავად, ყოველთვის პოულობს დროს, სხვადასხვა ვენიუზე პერფორმანსისთვის.

• HOLY MOLY Holy Moly ლაშა ყიფშიძისა და თინა ჯანელიძეს პროექტია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. მათი მუსიკა სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - Electronica, Downtempo, Organic house, Oriental house, Melidic house & techno. Holy Moly-ს მუსიკა შთაგონებულია ქართული ფოლკლორით, ტრადიციული აზიური, თუ თანამედროვე ევროპული მუსიკალური კულტურებით. დუო სხვადასხვა საერთაშორისო ლეიბლთან თანამშრომლობს - კანადური IAMHER Records, გერმანული Trndmsk, ბრიტნული Capital Heaven.

• NIKA CHIKOVANI ნიკა ჩიქოვანის სეტებში Down Tempo-ს, Organic და Minimal Music-ის ჟანრები ჭარბობს. დიჯეინგი 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ლოკალურ კლუბსა და ბარში უკრავს.

ასაკობრივი შეზრუდვა 23+

Holy Moly - https://soundcloud.com/holymolyproject

Danny Faber - https://soundcloud.com/dannyfaber

Nika Chikovani - https://soundcloud.com/nchikovani

ივენთი: https://fb.me/e/3safa5dfP

ფეიჯი: https://www.facebook.com/austinbartbilisi