“Show me Love 5.0: Support Ukraine” by Queer Studio

აღწერა

Queer Studio არის გამოხატვის თავისუფლების, სამართლიანობისთვის ბრძოლისა და ცნობიერების საზღვრების გაფართოების იდეების გარშემო გაერთიანებული ხელოვანთა ჯგუფი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტქ+ და გვჯერა რომ სიყვარული გაიმარჯვებს.

გიწვევთ უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საღამოზე, სადაც ერთად გადავეშვებით ამ ქვეყნის მისტიკურ კულტურაში, გავიცნობთ ერთმანეთს ისე, როგორც ჯერ არც კი წარმოგიდგენიათ და გავერთიანდებით საცეკვაო მოედანზე უკრაინის და საქართველოს ელექტრონული სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად.

იყავი მამაცი, იყავი თავისუფალი, იყავი უკრაინა!

ჩვენს საღამოებს ყოველთვის აქვს სამი ნაწილი, რომლებიც ეძღვნება კულტურულ განათლებას და გართობას.

პროგრამა იხილეთ ქვემოთ:

16:30 - 17:00 — დასაწყისი

17:00 - 21:00 — კრეატიული მარკეტი,თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, ტატუ ზონები

18:00 - 19:00 — საჯარო განხილვა

19:30 - 20:30 — იმერსიული თეატრი

20:30 - 21:00 — ნახატების აუქციონი და ექსკლუზიური შემოთავაზებები

21:00 - 23:00 — Oto Nemsadze, Sophie Villie და განსაკუთრებული სტუმრები

23:00 - 07:00 — Special DJs' set

ასაკობრივი შეზღუდვა: +18

გელით მეგობრებთან ერთად!

დრეს კოდი: Extravagant & Crazy!

ჩაიცვით ის რაც გინდათ, იყავით ის ვინც ხართ. ჩვენი საღამოები ყოველთვის თავისუფლებით გამოირჩევა, გვაჩვენეთ თქვენი თამამი ჩაცმულობა, ფერადი მაკიაჟი და გიჟური მოძრაობები!

ვინაიდან ჩვენი საღამოს მიზანი უპირველესად უკრაინის დახმარებაა გვაქვს შემდეგი დონაციები:

*ფიქსირებული დონაცია - 30 ლარიდან


იყავი მამაცი, იყავი თავისუფალი, იყავი უკრაინა! სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს!