Bedford Falls x Killages

აღწერა

21 აგვისტოს MONO HALL წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველაზე მოსმენადი ჯგუფების, Bedford Falls და Killages კონცერტს ბათუმში.

Bedford Falls თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთერთი ყველაზე გავლენიანი პროექტია. Ბენდი ხუთი წლის წინ თბილისში შეიქმნა და ოთხი მუსიკოსისგან შედგება. Მათი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით და სახასიათო, ნოსტალგიური მელოდიებით.

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, Bedford Falls-მა ჯადოსნური ახალი სინგლი - KINO გამოუშვა, ხოლო ახალი სტუდიური ალბომი შემოდგომას იქნება მზად.

Killages ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. 5 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ჯგუფმა ჟღერადობის მხრივ რამდენიმე ცვლილება განიცადა - თუ თავდაპირველად პოპის, როკის, ფანკისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმას ცდილობდნენ - დღეს მათი ჟღერადობა ძირითადად ელექტრონული მუსიკისა და ინგლისურ ენაზე დაწერილ ჰიპ-ჰოპის საინტერესო სინთეზს აერთანებს. 2017 წელს, Newcomer-ის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ, რამაც შესაძლებლობა მისცათ საკუთარი შემოქმედება უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნოთ - ეს სწორედ ის პერიოდია როდესაც მათი ცნობილი ჰიტი, ON/OFF ჩაიწერა, რომელსაც დღეისთვის უკვე რამდენიმე მილიონი სტრიმი აქვს სხვადასხვა პლატფორმებზე.

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+

------

კარი იღება 22:00 დან

I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾

ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.