₾ 30.00


მწვანე ოთახი
24 ივლისს MONO HALL წარმოგიდგენთ პოპულარული ქართული ბენდის "Green Room • მწვანე ოთახი" კონცერტს ბათუმში.
Green Room • მწვანე ოთახი 1999 წელს, აჩიკო გულედანისა და ბექა ჯაფარიძის მიერ შექმნილი მუსიკალური პროექტია. ბენდის წარმატებაზე უდიდესი გავლენა იქონია ეხლა უკვე ჰიტად ქცეულმა სინგლებმა: “ნაზი მისები” და “ჩემთან აღარ ხარ”. მათი შემოქმედება, Pop, Funk და Jazz ჟღერადობების საინტერესო კომბინაციაა. Green Room • მწვანე ოთახი დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას და ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ბენდია საქართველოში.
15 წლიანი შესვენების შემდეგ, 2019 წელს Green Room • მწვანე ოთახი შემოქმედებით პროცესს დაუბრუნდა. ბენდს მომღერალი Uma J (გვანცა ჯაფარიძე) და 4 ინსტრუმენტალისტი შემოუერთდა. მიმდინარე ეტაპზე Green Room • მწვანე ოთახი აქტიურად მუშაობს რიგით მე-3 სტუდიურ ალბომზე.
ბენდის სახელწოდება "Green Room • მწვანე ოთახი" სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, კერძოდ კი სწორედ მწვანე ოთახში ჩამოყალიბდა ბენდი 1999 წელს.
Green Room • მწვანე ოთახი-ს მუსიკა ქართულ მუსიკალურ ლეიბლ Stockton Records-ზე გამოიცემა.
------
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002
------
I კალათა - 30₾
II კალათა - 40₾
III კალათა - 50₾