ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „გენი“-ს სოლო კონცერტი „ოქროს თაობა“

აღწერა

5 ივნისს, გრიბოედოვის სახელობის თბილისის დრამატულ თეატრში, ქუთაისის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „გენი“-ს ოქროს თაობა წარმოგიდგენთ სოლო კონცერტს, სადაც შესრულდება ქართული, ნაციონალური კულტურის ტრადიციული ცეკვები.

კონცერტის პროგრამაშია ასევე საავტორო ცეკვა.

ანსამბლი გამოირჩევა მაღალი საშესრულებლო ოსტატობით.

ხელმძღვანელები და მთავარი ქორეოგრაფები არიან: გიორგი ონიანი და ნინო სურგულაძე.

ქორეოგრაფები: თეონა გორგოძე და სერგო ბაბაიანი.

მუსიკალური ხელმძღვანელი: ლაშა კვერნაძე.