40.00

ნიაზ დიასამიძე & 33ა

ხუთშაბათი, 14 ივლისი 21:00

აღწერა

14 ივლისს MONO HALL წარმოგიდგენთ Renaissance man-ს, ანუ აღორძინების ხანის ადამიანსა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ 33ა-ს კონცერტს ბათუმში.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

------

მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002

------

I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾

ხუთშაბათი, 14 ივლისი 21:00

MonoHall Batumi

₾ 40.00