კონსერვატორიის მცირე დარბაზი

აღწერატრიო " რევოლუცია"
თემურ ხარშილაძე (ფლეიტა)
სანდრო სიდამონიძე (ჩელო)
ქეთევან სეფაშვილი (ფორტეპიანო)
პროგრამაშია:
ი.ჰაიდნი - ტრიო D dur, ჰობ. XV:16
ფ.მენდელსონი - ტრიო Nr. 1 d moll, თხზ. 49
ფ. გობერი - Trois Aquarelles (სამი აკვარელი)
ნ.კაპუსტინი - ტრიო, თხზ. 86

TRIO REVOLUTION
ტრიო რევოლუცია, ეს არის სამი ახალგაზრდა, დინამიური, ერთმანეთისაგან
ძალზედ განსხვავებული პიროვნება, რომელთაც საერთო მუსიკალური იდეა და
საქმისადმი დიდი სიყვარული აერთიანებთ, რის სინთეზსაც მსენელი
აღფრთოვანებაში მოჰყავს. მათი ინდივიდუალურობა და შესრულების ახლებური
მანერა ნათლად აისახება ტრიოს მრავალფეროვან რეპერტუარში, რაც კამერულ
მუსიკაში ამ შემადგენლობით ახალ სიტყვას ნიშნავს. რევოლუციონერები როგორც
შინაარსობრივად ასევე პროგრამულად.
ტრიოს წევრები არიან საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსები:
თემო ხარშილაძე - ფლეიტა
სანდრო სიდამონიძე - ვიოლონჩელო
ქეთევან სეფაშვილი - ფორტეპიანო
მიუხედავად მათი საერთო წარმომავლობისა, პირველი კონცერტი ჩატარდა
ავსტრიაში, კერძოდ კი ვენის მუზიკფერაინის ცნობილ საკონცერტო დარბაზში.
ტრიოს დაარსებაც აქ მოხდა, 2019 წელს ვენაში, ევროპის კლასიკურო მუსიკის
ცენტრში. აქ გადიან რეპეტიციებს და ავსტრიის მასშტაბით იღებენ სხვადასხვა
კამერული მუსიკის კონცერტებსა თუ პროექტებში მონაწილეობას.